Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

40-მდე ადამიანი, რომელიც 'ქუთაისობის' დღესასწაულში მონაწილეობდა, ნახევარ წელზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს

თარიღი : 25-11-2019, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის მთავარი დღესასწაულის- „გვირილობის“  პროგრამის მონაწილეებს ჰონორარი ამ დრომდე არ მიუღიათ. აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com-სთან  მწერალმა, ნესტან-ნენე კვინიკაძემ ისაუბრა, რომელიც ორმაისობის ღონისძიებისთვის თბილისიდან მოიწვიეს. კვინიკაძემ, ისევე როგორც 40-მდე შემოქმედმა, დღესასწაულის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა ამ დრომდე მათთვის კუთვნილი თანხა არავის დაურიცხავს.

ნესტან-ნენე კვინიკაძე ამბობს, რომ ჰონორარი მათთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ უნდა ჩაერიცხა, თუმცა რაღაც პრობლემები შეიქმნა, რის გამოც ამ უკანასკნელს ქუთაისის მერიამ უჩივლა.

"დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დავთანხმდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, რადგან ძალიან მიყვარს ქუთაისი და მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ ნაწილს ვატარებთ დედაქალაქში, ყოველთვის უნდა ვანაწილებდეთ ჩვენს ენერგიას და რესურს სხვა ქალაქებშიც. მოკლედ, ჩავედით ქუთაისში  (ჩემ გარდა  სხვა შემოქმედებიც იყვნენ მოწვეულნი). ვიცოდი რომ წარდგენა უნდა ყოფილიყო სადღაც, ღია ცის ქვეშ. უნდა წაგვეკითხა  ჩვენი ტექსტებიდან ამონარიდები, ნუ როგორც ამ დროს ხდება ხოლმე. ამასთან, ღამის 12 საათზე შევაბიჯეთ  სიმბოლურად პირველ გიმნაზიაში, რომ დაგვეწერა პატარ-პატარა ტექსტები, მოკლედ  რაც გვევალებოდა ყველაფერი შევასრულეთ, იყვნენ ტელევიზიებიც, რომლებმაც გააშუქეს და მათ არქივებში არის ეს მასალა. ცხადია, გვქონდა შეთანხმება ჰონორარზეც. გავიდა გარკვეული დრო და დაგვიანდა ამ ჰონორარის აღება. გვეუბნებოდნენ, რომ რაღაც პრობლემაა და ჩაირიცხებაო (აქ უკვე მერიასთან გვქონდა კომუნიკაცია). დაახლოებით ორი თვის მერე გაგვაგებინეს, რომ პრობლემას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქმნიდა, რომელსაც ევალებოდა ჩვენთვის ჰონორარების გასტუმრება. ბოლოს კი გვითხრეს, რომ სიტუაცია ისე წავიდა, მერიას პროკურატურაში შეაქვს საჩივარი  სატენდერო კომპანიასთან მიმართებაშიო. აღსანიშნავია ისიც, რომ მალე ამ კომპანიის (შპს „ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“ ) წარმომადგენელიც დამიკავშირდა, მოიბოდიშა, მითხრა გაურკვევლობა შეიქმნა და 10 დღეში ფულს ჩავრიცხავო. ამის შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გავიდა და არავის არაფერი არ ჩაურიცხავს. მაშინ, ამავდროულად ტელეკომპანია რუსთავი 2-ში  „სხვა შუადღის“ პროდიუსერი გახლდით, ამდენად ვალდებულებაც კი მქონდა რომ ასეთ დარღვევაზე რაღაც რეაგირება მომეხდინა. ვაპირებდი ამ ამბის გაშუქებას, თუმცა ამას დაემთხვა ის პრობლემები, რაც რუსთავი 2-ში იყო, თორემ ჟურნალისტური გამოძიება უკვე იწყებოდა (ჩემსავით სხვა მწერლებიც მზად იყვნენ კომენტარი გაეკეთებინათ). არ ვიცი, ეს ამბავი მივიდა მათ ყურამდე, თუ რა იყო, თუმცა ფაქტია, რომ ერთ დღესაც მირეკავს პოლიციის თანამშრომელი ქუთაისიდან, ჩვენების მისაცემად უნდა ჩამოხვიდეთო. ვუთხარი, რომ სამი შვილის დედა ვიყავი, ამასთან ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა და თუ შესაძლებელი იქნებოდა თბილისში მივცემდი ჩვენებას. ამის შემდეგ ეს პოლიციელი კი არა, საერთოდ არავინ აღარ გამოჩენილა,“- ამბობს ნესტან-ნენე კვინიკაძე.

მწერლისთვის გაუგებარია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასე  რატომ ჭიანურდება გამოძიება. კვინიკაძეს არც ის ესმის, როგორც შეიძლება ამხელა უწყება (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია) ერთმა რიგითმა სატენდერო კომპანიამ „გადააგდოს“.

„ერთია კონკრეტულ ადამიანთან პრობლემა (გაუსტუმრებლობა), მაგრამ სახელწმიფოს ამხელა ინსტიტუტს,  რომელსაც ქუთაისის მერია ჰქვია, რაღაც რიგით კომპანია რომ ასე ექცევა,  „გადააგდებს“ თავის მონაწილეებიანად და პროკურატურაში სარჩელის შეტანის შემდეგაც არ მოჰყვება ამას არანაირი რეაგირება, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მართლა ჩალით არის გადახურული ყველაფერი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და ძალიან შეურაცხმყოფელია.  ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბრალის არ არსებობის შემთხვევაშიც კი ადამიანებს ციხეში უშვებენ, აგერ, არსებული ფაქტის მიუხედავად არ ხდება გამოძიებაც კი. როგორც მახსოვს 40-მდე (მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები) მონაწილე იყო, რომელთაც ჩემს მსგავსად ანალოგიური პრობლემა შეექმნა.  ჩვენ არ ჩაგვრიცხია ჩვენი კუთვნილი ჰონორარები. ამდენი ხანი გავიდა და არ გვესმის, ან პროკურატურა რატომ არ ანძრევს ხელს, ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფრის გამოძიება,"-ამბობს ნესტან-ნენე კვინიკაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე უკვე პროკურატურაშია, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ცნობისთვის, ქალაქის მთავარი დღესასწაული "გვირილობა" ყოველწლიურად ორ მაისს აღინიშნება.
 
ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 707-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს
რუსთავი 2 კონცერტის ჩაშლაში ქუთაისის მერიას ადანაშაულებს.

ამინდი