Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მომხმარებელი გადაიხდის ფიქსირებულ ფასს და თავს იგრძნობს თავისუფლად, როგორც საკუთარ სახლში,'-პირველი რესტორანი ქუთაისში, რომელიც შვედურ მაგიდას და რჩეულ კერძებს შემოგთავაზებთ

თარიღი : 23-11-2019, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ბიზნესმენი ვანო კაკაურიძე, რომელიც ტურიზმის სფეროში 2013 წლიდან საქმიანობს, ქუთაისის მოსახლეობასა და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს სიახლეს სთავაზობს.

სტუმრებისათვის სიახლე იმაში გამოიხატება, რომ ქუთაისში ჩამოსული ტურისტები საჭირო და სასურველ მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებენ. კერძოდ, ბიზნესმენი ტურისტებს სთავაზობს როგორც სასტუმროს ღამის გასათევად, ისე ტურისტულ სააგენტოს სასურველი ტურის დასაჯავშნად და კომფორტულ ავტომობილებს გადაადგილების მიზნით.

ვანო კაკაურიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამჯერად ქსელის გაფართოება გადაწყვიტა, რისთვისაც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ("კლინიკა ბომონდთან") სასტუმრო "სტარჰოტელი" და რესტორანი "სტარრუფი) გახსნა.
http://www.picz.ge/img/s2/1911/23/8/883d5fc04bd2.jpg
"კომპანია "სტარქარრენდი" კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს ტურისტებს. ჩვენი პროგრამით თუ თავისი სურვილით ჩამოსულ ტურისტებს აქ ხვდებათ როგორც სასტუმრო, ისე ტურისტული კომპანია და ავტომობილი. გვყავს სტაბილური მომხმარებლები, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ქსელის გაფართოება. ამჯერად ავაშენეთ 28 ნომერზე გათვლილი სასტუმრო "სტარჰოტელი". შენობის მეხუთე სართულზე რესტორანი "სტარრუფი" მდებარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებული მომხმარებლის საჭიროებებზე და მათ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ,"- ამბობს კომპანია "სტარჰოტელი"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვანო კაკაურიძე.

მისივე თქმით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს და პირველად ქუთაისში, რესტორან 'სტარრუფში" დაინერგება ე.წ. შვედური მაგიდის პრინციპი.
http://www.picz.ge/img/s1/1911/23/6/6a331d577827.jpg
"რესტორანი სრულად უპასუხებს როგორც ტურისტების, ისე ჩვენი ქუთაისელების მოთხოვნებს. რესტორანი მათ შესთავაზებს ქართული და ევროპული კერძების სინთეზს. ასევე იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლუდი. სიახლეა შვედური მაგიდა, რაც ქუთაისში ჯერ არ არსებობს და პირველად ჩვენ ვთავაზობთ. მომხმარებელი გადაიხდის ფიქსირებულ ფასს და თავს იგრძნობს თავისუფლად, როგორც საკუთარ სახლში. ადგილზე მისთვის იქნება როგორც ცივი და ცხელი კერძები, ისე ხილი და ტკბილეული. რაც შეეხება ფასებს, ვცდილობთ ფასები დაბალი და ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის მისაღები იყოს,"-ამბობს ვანო კაკაურიძე.


ნანახია: 1501-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური თანამშრომლებით დაკოპლექტებული კლინიკა 'შალინ'-ი მომხმარებლებს ყველა სახის ესთეტიკურ და
ჰოსტელების ფასები ქუთაისში 10$-იდან იწყება.
ორი წელია, რაც სადღესასწაულო კომპანია Event House ადამიანების ბედნიერი დღეებისა და ცხოვრების სასიხარულო მოვლენების კიდევ უფრო

ამინდი