Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გელით, თუ უმეტესად ავტომანქანით გადაადგილდებით

თარიღი : 23-11-2019, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემა ზიანდება, თუ ის არ გადის დღეში აუცილებელი რაოდენობის ნაბიჯს. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 10000 ნაბიჯის გადადგმა, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 6000-7000 ნაბიჯის, ხოლო ხანდაზმულებისთვის - 5000 ნაბიჯის. ადამიანის საქმიანობის სფერო ამ ნორმებზე არ მოქმედებს, რადგანაც ფეხით სიარულს სარგებლის თვალსაზრისით ვერაფერი შეედრება.

უპირატესად მანქანით გადაადგილებისას, შეიძლება წარმოიქმნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა: ჭარბი წონა, პრედიაბეტური მდგომარეობა, არტერიული წნევის მომატება და გულის იშემიური დაავადება.

სასარგებლო ნორმად ითვლება დღეში 10 000 ნაბიჯი (დაახლოებით 90 წუთი სუფთა ჰაერზე სეირნობის ეკვივალენტი). სამი წუთი სეირნობისას ქვეითდება არტერიული წნევა, 5 წუთი აუმჯობესებს განწყობას, 10 - აუმჯობესებს შემოქმედებით აზროვნებას, 15 აქვეითებს სისხლში შარის დონეს. 30 წუთი გვეხმარება წონაში დაკლებაში. 40 წუთი სუფთა ჰაერზე სეირნობა აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს, ხოლო 90 წუთიანი გასეირნება დეპრესიული აზრების განდევნასა და ცხოვრებისადმი ინტერესის გაღვიძებაში გვეხმარება.

mkurnali.ge


ნანახია: 223-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლაში სწავლის დროს ბავშვს ნაკლები სძინავს, იშვიათადაა სუფთა ჰაერზე, ნაკლებს თამაშობს და გაურკვევლად იკვებება.
ამის მიზეზია ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3. მეცნიერების თქმით, ცხიმიანი ხორცის თევზით სრულად ჩანაცვლებით ადამიანი მაშინვე შეიგრძნობს
რკინის კონსტრუქციისგან დამზადებულ ძელზე, ადგილობრივებს საშუალება აქვთ 2 წუთი დაეკიდონ და მოიგონ 50 ლარი.
ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, რამდენიმე წუთი უბანზე საარჩევნო პროცესი შეწყვეტილი იყო.
შრომის უნარს ზრდის ახლად გამოწურული ბროწეულის წვენი, რომლის სასარგებლო თვისებებს განსაზღვრავს მასში შემავალი მაგნიუმი, კალიუმი,
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ამინდი