Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს თავისი შვილი,'-რით დაიმსახურა მშობლებისა და მოსწავლეების ნდობა ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა

თარიღი : 23-11-2019, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი - ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი, რომელიც ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს, უკვე 5 წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე ცენტრი არაფორმალური განათლების მიღების საუკეთესო საშულებად იქცა. ახალგაზრდული ცენტრი აღსაზრდელებს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექსებულ მრავალფეროვან წრეებს სთავაზობს და ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მშობლები იმ გარემოებებს უსვამენ ხაზს, რის გამოც ყურადღება ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრზე შეაჩერეს და სწორედ მას მიანდეს თავიანთი შვილების განათლებაზე ზრუნვა.

„ცენტრში უკვე მეორე წელია დავდივართ. ბავშვი ხატვაზე დამყავს. განსაკუთრებით მომწონს სწავლისადმი მიდგომა. ძალიან კარგი პედაგოგები ჰყავთ. პირველ რიგში აზროვნებას ასწავლიან ბავშვებს (რაც ხატვაში მნიშვნელოვანია) და არა მხოლოდ რაღაც კონტურების შემოხაზვას. ანუ, ბავშვებს მშრალ ცოდნას კი არ აძლევენ, ძალიან ბევრ რამეს ასწავლიან ხატვის გარდა. ძალიან მომწონს ისიც, რომ პედაგოგები უშუალოები არიან. წლის ბოლოს პლენერიც გვაქვს ხოლმე პრაქტიკასავით, სადაც ბავშვები ბევრს სწავლობენ, უყალიბდებათ სერიოზული დამოკიდებულება პატარა ასაკიდანვე. ჩემი შვილი მაგალითად, 7 წლისაა და შემიძლია ვთქვა, რომ ასაკთან შედარებით ამ სფეროში საკმაოდ განვითარებულია. სამხატვრო აკადემიაში გვქონდა გამოფენა შარშან, პლენერიც გვქონდა, გამოცდებშიც ჩვეულებრივად ვიღებთ მონაწილეობას, როგორც დიდი ბავშვები. მომწონს ის მიდგომაც, რომ პატარა ასაკის მიუხედავად, ბავშვები თავზე ხელის გადასმით არ ამთავრებს კურსს.

ახალგაზრდული ცენტრი ბავშვებს აძლევს ძალიან დიდი პერსპექტივას, აქვთ ძალიან ბევრი გასტროლი, ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, აქვთ უამრავი წრე. თამამად ვიტყვი, რომ ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი იღებს საფუძვლიან განათლებას და პლატფორმა ეხსნება სამომავლოდ. გვყავს ძალიან ბევრი ჯგუფელი, რომლებმაც ძალიან პატარა ასაკში წარმატებას მიაღწიეს და შეიძლება ვთქვათ, რომ მათ მომავალი გაკვალული აქვთ. მშობლებსაც ხომ ეს უნდათ შვილებისთვის. ამასთან ფასიც საკმაოდ მისაღებია, არაა ისეთი მშობელი რომ ვერ შეწვდეს. ყველანაირად გვიწყობენ ხელს მშობლებსაც და ბავშვებსაც,“- ამბობს ერთ-ერთი მშობელი მაიკო ქრისტესიაშვილი.

„ეს არის გარემო, სადაც არიან პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან როგორ იმუშაონ ბავშვებთან, როგორ შეაყვარონ მათ ესა თუ ის წრე, იქნება ეს ცეკვა, ხატვა, თუ ა.შ. ჩემი შვილი ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულით მიდის. რამდენიმე თვეა რაც დამყავს, მაგრამ ახლაგაზრდული ცენტრი არის მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი მთელი ქალაქის მასშტაბით. დავდივართ ბალეტსა და ხატვაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს თავისი შვილი იმისთვის, რომ მან მიიღოს არაფორმალური განათლება ძალიან სწორად და კარგად,“- ამბობს მშობელი თეონა გიორგაძე.

„ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მივედით ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. ბავშვი შევიყვანე საბალეტო წრეში და ნამდვილად გაამართლა მოლოდინებმა. საოცარი პედაგოგი ჰყავთ ვინც ცეკვას ასწავლის, ძალიან ყურადღებიანი და მონდომებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პატარა ასაკის არიან, ცდილობს შეასწავლოს თითოეული დეტალი. ახლა ოპერისა და ბალეტის თეატრშიც ვიყავით მოწვეულები, მომავალ წელსაც ვგეგმავთ ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას,“- ამბობს მშობელი ხატია ჭყოიძე.

"იმაზე აღარ ვისაუბრებ, რა საოცარი პედაგოგები ჰყავთ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. ხატვის წრეზე დადის ჩემი შვილი. მაქსიმალურს აკეთებენ პედაგოგები, რომ მოსწავლის ნიჭი და მისი უნარ-ჩვევები უფრო დახვეწონ და უფრო მეტად განავითარონ. ძალიან მომწონს ისიც, რომ ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოების ზომებს. პედაგოგები მანამ არ ტოვებენ თითოეულ მოსწავლეს, ვიდრე მშობელს ან ოჯახის წევრს არ ჩააბარებენ,"- ამბობს მშობელი ლელა გუმბერიძე.

თუ რას შრომასთან იყო დაკავშირებული ის ნდობა და სახელი, რაც დღეს, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს აქვს, აღნიშნულის შესახებ ცენტრის ხელმღვანელი ნატალი პატარიძე Topnews.com.ge-სთან საუბრობს.

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი 2014 წელს დავაარსეთ. თავდაპირველად ფუნქციონირებდა 7 სახელოვნებო, ხოლო პროფესიული მიმართულებით 3 წრე და სტუდიები. ბუნებრივია, თავდაპირველად ძალიან რთული იყო შეჭიდება ამ საქმესთან, მითუმეტეს, როცა ქალაქში არსებობს სხვადასხვა სახელოვნებო დარგის უფასო წრეები. ძნელი იყო დაგვერწმუნებინა მშობლები, რატომ უნდა მოსულიყვნენ ჩვენთან და რას მიიღებდნენ განსხვავებულს ახალგაზრდული ცენტრიდან. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს ახალგაზრდული ცენტრის 5- წლიანმა განვლილმა გზამ გასცა პასუხი.

გვყავს თიბისის 9 სტიპენდიანტი, 5 წლის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ საერთაშორისო კონკურსებზე აღიარებები, მაგ: სამხატვრო სკოლის მიერ გაფორმებული ქართული ზღაპარი, რომელიც ფრანგულად ითარგმნა გამომცემლობა "მედუზა"-ს მიერ, წელს, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, პარიზში იქნება წარმოდგენილი. ასეთი წარმატებების ჩამონათვალი ბევრია, თუცმა ამის მიღწევა ადვილი არ იყო. დღემდე გვიწევს 12 საათიანი გრაფიკით მუშაობა. მომავალშიც ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს. საახალწლო კონცერტზე ჩვენს ვოკალისტებთან ერთად დათო ევგენიძე იმღერებს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება, წამყვანი ბაია დვალიშვილი იქნება, კონცერტის შემდეგ კი, მეორე დღესვე მივფრინავთ ლაპლანდიაში, სადაც საერთაშორისო ფესტივალია სანტას სოფელში. ამასთან, მარტში, პარიზის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი მოსწავლეები პანელზე არიან მიწვეულები როგორც ილუსტრატორები და ასევე, ლევილში გავმართავთ გამოფენას. ეს არის უახლოესი სამი თვის გეგმები, მთელი წელი ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება,“- აცხადებს ნატალი პატარიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი




ნანახია: 612-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნული თემით დაინტერესდა და არსებული რეალობის გასარკვევად მშობლებს ესაუბრა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ქართული ცეკვების სტუდიაში 5 წლიდან 8 წლის ჩათვლით მიიღებიან.
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისა და არა მარტო მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების მეტი შანსისა და თუ უბრალოდ ახალი
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესებული პირებისათვის აცხადებს მიღებას ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლასა და საოპერატორო

ამინდი