Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

თარიღი : 22-11-2019, 23:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. შეხვედრები სამთავრობო პროგრამის „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ამჯერად ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქალაქ-მუზეუმის, საფიჩხიის და ნიკეას ტერიტორიულ ერთეულებში შეხვდა. მოქალაქეებმა იმ პრობლემებსა და საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა დროული მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. შიდა საუბნო გზების, ღვარსადენების, მინი-მოედნების მოწყობა-მოწესრიგება, სოციალური საკითხები როგორც სხვაგან, ამ ქუჩებისთვისაც პრიორიტეტულია,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 66-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობს და

ამინდი