Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ გადაურჩა გამოსახლებას ქუთაისში, თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული ოჯახი

თარიღი : 22-11-2019, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, იპოთეკით დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს გამოსახლების საფრთხე აღარ ემუქრება. საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავა დასრულდა. მართლმსაჯულებამ გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახის სასარგებლოდ მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, იპოთეკარმა მოქალაქეს მოტყუებით იპოთეკის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა ისე, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ გააცნო. იპოთეკით დაზარალებულმა პროცენტი ვეღარ გადაიხადა, რის შემდეგაც ოჯახი გამოსახლების საფრთხის წინაშე დადგა.

თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებული ოჯახის ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები ლევან ჭელიძე და გიორგი ტატიშვილი იცავდნენ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში კი ადვოკატი ნათია ჩხეტიანი ჩაერთო.

„2017 წელს შევიტანეთ სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც ვედავებოდით ოპოთეკარ რუსუდან ჭეფხოძეს იმაზე, რომ ჩვენს კლიენტს მან გადასცა 16 000 დოლარი იპოთეკით, ხელშეკრულებაში ჩაუწერა 20 000 დოლარი, იპოთეკის მაგივრად კი სახლი გააყიდინა ( თავად იყიდა). ანუ, ნასყიდობის ხელშეკრულება დაადებინა იპოთეკის ნაცვლად, რაც რეალურად არ იყო გათვალისწინებული. ჩემი კლიენტი დ.ჯ. ასაკის ქალბატონია, რომელმაც არ მიაქცია ყურადღება და დაიდო ხელშეკრულება. შემდეგ ოჯახს გაუჭირდა ერთ-ერთი პროცენტის გადახდა, ოპოთეკარმა კი დაუწყო მუქარები (ამის ჩანაწერები ყველაფერი მაქვს). დავიწყეთ ოზურგეთში დავა, რაიონულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჩვენ ვითხოვდით, რომ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ( გამოსყიდვის უფლებით) იყო თვალთმაქცურად დადებული გარიგება, რაც უნდა გაბათილებულიყო და დადებულიყო იპოთეკის ხელშეკრულება, რაც რეალურად იყო თავიდანვე ჩაფიქრებული და დაგეგმილი. რადგან ოზურგეთმა არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქმეში ადვოკატი ნათია ჩხეტიანი ჩაერთო. მოვიგეთ ეს პროცესი და სასამართლომ თვალთმაქცურად დადებული გარიგება ბათილად ცნო. ამის შემდეგ იპოთეკარმა რუსუდან ჭეფხოძემ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა დღეს მივიღეთ განჩინება, უზენაესმა დაუშვებლად სცნო ეს საკასაციო საჩივარი და დააბრუნა უკან. ჩვენი კლიენტის სახელზე აღრიცხულია კვლავ ეს ქონება.

ამასთან 2017 წელს, როდესაც რუსუდან ჭეფხოძემ შეიტანა გამოსახლებაზე სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (საქმეს ქალბატონი მანანა ნიკაჩაძე განიხილავდა). ჩვენი დავის საფუძველზე (ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა უნდა მომხდარიყო) ქალბატონმა მანანამ შეაჩერა გამოსახლების პროცესი და დაელოდა ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება უკვე გვაქვს, შევიტანთ ამას სასამართლოში, სასამართლო ამ საქმეს აღარ განიხილავს ან განიხილავს და დაკმაყოფილებაზე უარს ეტყვის ჭეფხოძეს, ანუ ჩვენს კლიენტს ვეღარ გამოასახლებენ,“- ამბობს იურისტი ლევან ჭელიძე.

ლევან ჭელიძე აპირებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გააგზავნოს, რათა რუსუდან ჭეფხოძის თაღლითობის ფაქტზე გამოძიება განახლდეს.

„ჩვენ 2017 წელს ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში საჩივარიც გვქონდა შეტანილი რუსუდან ჭეფხოძის მიმართ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე, პოლიციამ გვითხრა, რომ ეს სამოქალაქო დავის საგანი იყო. ორი ინსტანციის სასამართლომ (აპელაციამ და უზენაესმა) კი დაადასტურა, რომ სახეზეა თვალთმაქცურად დადებული გარიგება. ამდენად ვგეგმავთ, რომ აღნიშნული სამოქალაქო განჩინება და სააპელაციოს გადაწყვეტილება მივაწოდოთ პოლიციის მთავარ სამმართველოს, რომ გააგრძელოს ის სისხლის სამართლის საქმე, განაახლონ გამოძიება,“-ამბობს იურისტი.

ვტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კერძო იპოთეკარი, რომლის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ
ია კოხრეიძე, რომელსაც სამი შვილი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაეცვალა, იმ სქემაზე საუბრობს, რომლის შედეგად ოჯახს პრობლემები შეექმნა.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,
ქუთაისში მდებარე მეტალურგიულმა ქარხანა „ჰერკულესმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
მერი კახიანის თქმით, მურღულიამ სისხლის სამართლის ორი დანაშაული ჩაიდინა. პირველ იეს არის სამსახურებრივ სიყალბე. კახიანის თქმით,

ამინდი