Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელი ქორეისუბანი-იმერეთში ყველაზე დაბლა მდებარე დასახლებული პუნქტი

თარიღი : 22-11-2019, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად იმერეთის რეგიონში ყველაზე დაბლა მდებარე დასახლებული პუნქტის შესახებ გიამბობთ.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 17 მეტრზე, სოფელი არის იმერეთში ყველაზე დაბლა მდებარე დასახლებული პუნქტი. გეოგრაფიული კოორდინატები: ა.გ. 42°15'19.941". ჩ.გ. 42°04'20.297". სოფელ ქორეისუბანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდინარე რიონის ხეობა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი გაუწყინარი, სამხრეთიდან-სოფელი ვაზისუბანი, დასავლეთიდან - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯაპანა, აღმოსავლეთიდან- მდინარე რიონის ხეობა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიშანჭალა და საჯავახო. სოფელი ქორეისუბანი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, საშუალოდ 1,5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ტყის ზოლისა და სახნავ-სათერსი სავარგულების ჩათვლით, 1,5-2 კმ-ზე. ტერიტორიის მაქსიმალური წერტილია სოფლის ცენტრში მდებარე წერტილი, სიმაღლე ზღვის დონიდან 21 მ. ხოლო მინიმალური სოფლის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნარიონალ ტბების მახლობლად, ლანჩხუთის სოფელ ჯაპანის საზღვრის ახლოს, სიმაღლე ზღვის დონიდან 14მ. საფოსტო ინდექსი: 3916. საკადასტრო კოდი: 34.10.45. 34.10.49. მანძილი სამტრედიიდან -18 კმ, ქუთაისიდან - 50 კმ., თბილისიდან -270 კმ.

ქორეის უბნის სახელწოდების შესახებ არის ერთ-ერთი ვარაუდი, რომ ტაძარში მგალობლები ქორად იწოდებოდნენ და აქედან მომდინარეობს სახელწოდება. უფრო სარწმუნო ვერსიის მიხედვით, ქორეის უბანი წარმოებულია ფრინველ ქორებიდან. როცა სოფლის მთელი ტერიტორია, რიონის კალაპოტის შეცვლის გამო, გამოღმა მოიქცა, გურულებმა ქორებისა და ყვავების სიმრავლის გამო, ქორების უბანი უწოდეს. დღესაც, მრავლად მიმოფრენენ ქორები, ყვავები და ჭილ-ყვავები ამ სოფელში. არსებობს, აგრეთვე, მესამე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სოფელში მცხოვრები ქორიძეების გვარის გამო, ქორიძეების უბანი დაერქვა. სოფლის მოსახელე სახელი "ქორეთი” ქვია სოფლებს საჩხერისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.

ქორეისუბნის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს XII საუკუნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ეკლესია აშენებულია ადგილობრივი ნათალი ქვით, სიმაღლე 20 მეტრია. ტაძრის კარის ზემოთ არის წარწერა, სავარაუდოდ, მშენებლის ვინაობაა ამოტვიფრული. იმ ვაზის ჯიში, რომლითაც ეკლესიის კარია დამზადებული, სოფელში დღემდეა შემორჩენილი. ეკლესიის ჯვარი კომუნისტებს ჩამოუგდიათ და ადგილობრივ გლეხებს გადაუმალავთ, შემდეგ კი, მათ შთამომავლებს კვლავ ეკლესიისთვის გადაუციათ. ეკლესიის ჯვარი შეუნახავს ადგილობრივ მკვიდრს ნიკოლოზ კიწმარიშვილს. ტაძარს კომუნისტების დროს სატუსაღოდ გამოიყენებდნენ. ამჟამად, მოქმედი ტაძარია, რესტავრაცია გაუკეთდა 2000 წელს. ეკლესიის აღდგენაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ლაშა ქაშაკაშვილს და რამაზ კოპალეიშვილს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია უღრანი ტყით იყო დაფარული.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე რიონისაგან გამოყოფილი მისი ძველი ნამდინარევი კალაპოტის მონაკვეთი. ასეთი ტბები ხშირად წარმოიქმნება მდინარის კალაპოტის შეცვლის შედეგად (მეანდრის ყელის გარღვევა, ტოტების გადაკეტვა და ა. შ.). ნამდინარევი, ჩვეულებრივ, წარმოადგენს მცენარეულობით დაფარულ ჭალის ტბას, რომელიც წყალდიდობის დროს ივსება და ზოგჯერ უერთდება კიდეც მდინარეს. ტბის მიმდებარე კალაპოტი, მეტწილად, დაკლაკნილი და დატოტვილია, უმთავრესად ლამით, ქვიშითა და ხრეშითაა მოფენილი. ტბაში ბინადრობს: კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი (ქარიყლაპია), ტარანი. ნამდინარევი, სადაც მეტწილად გუბეები, ტბები ან ჭაობები გვხვდება, აგებულია წვრილმარცვლოვანი ქვიშებით, შლამით, თიხებით, მდიდარია მცენარეულობით - ორგანული ნაშთებით, ზოგჯერ ტორფებით. მარცვლოვანი ჭალა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭალაში წყალი იჭრება თანდათანობით და არის მშვიდ მდგომარეობაში, ატივნარებული მასალა ილექება თანდათანობით და წარმოიქმნება ფენა, რომელიც მშრალ პირობებში იფარება ბზარებით. აქ გვაქვს ნაყოფიერი ნიადაგი მარცვლოვანი სტრუქტურით, რომელიც მდიდარია ჰუმუსით და დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის. მდინარესთან ახლოს ილექება ქვიშის ფენები. წყლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარე მდინარის კალაპოტიდან ხეობისაკენ თანდათანობით მცირდება. იქ, სადაც სიჩქარე ნაკლებია, ილექება წვრილი ნაწილაკები – თიხამიწები, სადაც სიჩქარე დიდია – უფრო მსხვილი მექანიკური ნაწილაკები. აქ წარმოიქმნება ალუვიური ქვიშიანი ნიადაგები.

ნარიონალი ტბები, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, მრავლად იყო წარმოდგენილი. XX საუკუნის 50-იან წლებში, ეს ტბები მდებარეობდა სოფელ ვაზისუბნისა და ქორეისუბნის დასავლეთით, მათ ჰქონდათ სხვადასხვა სახელები: ადგილი ეკლები, საჩხულია, სკურიეთი, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა არხების გაყვანა და ასეთი ტბების დაშრობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ნარიონალ ტბაზე წყლის მცენარეულობა არის აღმოცენებული, ზოგიერთი ნარიონალი კი, სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უჭირავს.
სოფელში ვხვდებით რამდენიმე ჭურსაც, მათგან ერთ-ერთზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,ამა ჭურსა იტევს იმდენი ჩაფი ღვინო, რამდენი დღეც არის წელიწადში“ ეს ჭური იყო რიონის პირას ქორეის უბანში, რაც მიუთითებდა მევენახეობის განვითარებაზე.


ნანახია: 565-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნარიონალის ტბები მდინარე რიონის მარცხენა მხარეს მრავლად იყო წარმოდგენილი XX საუკუნის 50-იან წლებში, ეს ტბები მდებარეობდნენ სოფელ
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი