Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რამდენიმე თვის წინ ჩამოვარდა აგური და შემთხვევით გადარჩა ადამიანი სიკვდილს. ამიტომ ვეკითხები მერიას, როდემდე? მეტი არაფერი,'-გოგი წულაია მიტოვებულ შენობაზე

თარიღი : 22-11-2019, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაია მიტოვებული შენობების თემაზე ბრიფინგების ჩატარებას აგრძელებს. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე დღეს, ცისფერყანწელთა 9 ნომერთან არსებულ მიტოვებულ შენობასთან მივიდა და მისი უფუნქციობა გააპროტესტა. იგი ქუთაისის მერიას მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.

„მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში, მე მაინც ჩავთვალე საჭიროდ გამეგრძელებინა მიტოვებული შენობების თემა, რადგან ცხოვრება გრძელდება. პოლიტიკური პროცესები დღეს იქნება თუ ხვალ დამთავრდება, მაგრამ ცხოვრება იქნება და იქნება, ეს ქალაქი ხო მარადიულია და იქნება. ვაგრძელებ იმ ციკლს, რასაც დავარქვი მიტოვებული შენობების შესახებ ბრიფინგების ჩატარება. იცით კარგად, რომ ამ საკითხზე მერიიდან ინფორმაციის გამოთხოვა მინდოდა. მომწერეს, ვერ ვხვდებით რა შენობებზეა საუბარიო. აგერ, ხომ ვატარებ ბრფინგებს, ხომ ხედავენ რა შენობებზეცაა საუბარი და ახლა ვეკითხები მათ, რას აპირებენ?

ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ალბათ ათ წელზე მეტია აშენებულია. არის ასეთ მდგომარეობაში. მე არ შევდივარ ახლა სიღრმეებში, "ნაციონალური მოძრაობის" დროს კერძო მესაკუთრეს როგორ შეუქმნეს პრობლემები, მერე კიდევ როგორ განვითარდა მოვლენები. მე ეს არ აინტერესებს. მე, როგორც ერთ-ერთ ქუთაისელს, მაინტერესებს როდემდე უნდა იყოს მიტოვებული ეს შენობა? აქ, რამდენიმე თვის წინ ჩამოვარდა აგური და შემთხვევით გადარჩა ადამიანი სიკვდილს. ამიტომ ვეკითხები მერიას, როდემდე? მეტი არაფერი,“-ამბობს გოგი წულაია.

ცნობისთვის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე ყოველ კვირაში მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგებს მართვას და აღნიშნული საკითხით მერიისგან დაინტერესებას ითხოვს. თუმცა ქუთაისის მერიას, ამ ხნის მანძილზე მიტოვებული შენობების თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი