Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გენადი მარგველაშვილი: ევროპისკენ რაც შეიძლება მშვიდად და სწორად უნდა ვიაროთ

თარიღი : 22-11-2019, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი ოპოზიციის მიერ ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ე.წ. დაბოქლომების პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი დესტრუქციის შემოტანის მცდელობა და ოპოზიციამ კანონების მიხედვით უნდა იმოქმედოს.

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. დესტრუქციის შემოტანა ნებისმიერი მიმართულებით არასწორია. რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში და ვიმოქმედოთ კანონის მიხედვით.
კანონში წერია, რაც მოხდა იმის შემდეგ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბრამდე ქვეყანა უნდა მივიდეს აბსოლუტურად უშფოთველად. საარჩენო პროცესი, როგორც არის დაგეგმილი, უნდა განხორციელდეს ნორმალურად. დაპირისპირების რისკი უნდა დავუშვათ მაქსიმალურად დაბლა. ხომ არ შეიძლება, რომ ის ნატო, რომელშიც ჩვენ ვაპირებთ შესვლას იყოს ცუდი და ის ნატო, რომელშიდაც მოპირდაპირე მხარე აპირებს შესვლას იყოს კარგი. გამორიცხულია ხომ? ჩვენი გზა გაწერილია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა და მისკენ რაც შეიძლება მშვიდად და სწორად უნდა ვიაროთ,“- ამბობს გენადი მარგველაშვილი.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განიხილვასაც ეხმაურება.

„ჩემი კანდიდატურა განიხილება და ეს ბუნებრივიცაა. პირველი მოადგილე ვიყავი. დედლაინი გულისხმობს იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მომავალ კვირაში. ასე რომ, ორშაბათს ყველაფერი გვეცოდინება,“-ამბობს მარგველაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო' საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადებას
პედაგოგისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 41-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარის, გენადი მარგველაშვილის პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

ამინდი