Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარის თქმით, ოპოზიცია მას საშუალებას არ აძლევს, მაჟორიტარის ბიურომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს

თარიღი : 22-11-2019, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, ეს მოსახლეობის სასიკეთოდ გაკეთდა, რადგან ქართული საზოგადოება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ჯერ მზად არ იყო.

„არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ჩვენ ხმა მივეცით, ოღონდ 2024 წლისთვის. მანამდე მოვამზადებთ საზოგადოებას, თვითმმართველობებს იმისთვის, რომ გადაებაროს ის მოვალეობები, რასაც მაჟორიტარი ასრულებს. 2020 წელს პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, იმისთვის, რომ დაგვემშვიდობებინა ოპოზიცია, გადაწყვეტილება გუნდში მიიღეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ყველა კი არ დავეთანხმეთ. პროპორციული არჩევნები ნამდვილად კარგია, იყო ისეთი მომენტი, როცა მე მოვიხიბლე ამ პროპორციულით, მაგრამ დღესდღეობით, სანამ რევანშისტები იქნებიან ამ პოლიტიკაში, მერწმუნეთ, რომ პრობლემის წინაშე დგას ჩემი ქვეყანა. ჩემთვის ყველაზე დიდი სიტყვა, რაც არის მიცემული, ხალხის წინაშეა. მე ფიცი რომ დავდე პარლამენტში ვთქვი, რომ ხალხს ვემსახურები და ქვეყანას,“- ამბობს მხეიძე.

მხეიძე ამ მომენტში ვერ ხედავს ძალას, რომელთან ერთადაც კოალიციაში იქნება მმართველი ხელისუფლება. იგი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ამდენი არჩევნებით და დაპირისპირებით დაიღალა.

„ვთქვათ შეიქმნა ისეთი მომენტი, რომ დაგვჭირდა კოალიცია 2020 წელს, მიმითითეთ, თქვენც ხომ ამომრჩევლები ხართ, ვისთან უნდა გვქონდეს ჩვენ კოალიცია. იმ ხალხთან, რომელიც ჯარზე ამბობს, არა, არ წავალო? იმ ხალხზე, ვიცი მეთაურიც ამბობს ბავშვებისთვის, გაერთეთ აგერ ბუჩქებიაო? იმ ხალხთან, რომლებსაც არ მოსწონს ონკოპროგრამების დაფინანსება? მათთან ერთად ჯანდაცვის პროგრამები დავაფინანსოთ? როგორ? ისინი არ მისცემენ ხმას. გეკითხებით ახლა იმასაც, რომ რამდენჯერმე რომ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებ, რა მოჰყვება ამას? მოჰყვება თუ არა ამას რიგგარეშე არჩევნები? და კარგია ეს რიგგარეშე არჩევნები? 2020 წელს ერთი არჩევნები, ექვსს თვეში კიდევ მეორე არჩევნები. არ დაიღალა ქართველი მოსახლეობა? მემგონი დაიღალა“-ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი.

დიმიტრი მხეიძე ოპოზიციის ლიდერების მიერ მისი კაბინეტის დაბოქლომების მცდელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიცია მას საშუალებას არ აძლევს, ბიურომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს.

„იმ ბიუროს დაბოქლომება, რომელი ბიუროც წელიწადში 3000 ადამიანზე მეტს ღებულობს და ეხმარება ამ ხალხს, ამ ბიუროს დაბოქლომება შეიძლება? ეს ბიურო სულ დაკეტილი იყო, "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან კი ღიაა. აქ არიან თანამშრომლები, რომლებიც დამერწმუნებიან ამაში. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ისეთი კარების დაკეტვა და დაბოქლომება, რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს, რას ემსახურება? იმას რომ არ გავაკეთოთ საქმე, ესაა ჩემი პასუხი,“- ამბობს დიმიტრი მხეიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ,ქუთაისის მერიაში ხმაურსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისის მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 303-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი