Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მაჟორიტარი: არ გვეყო ქართველებს ერთმანეთის დაპირისპირება და უპატივცემულობა? მე მგონია გვეყო

თარიღი : 22-11-2019, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, რომლის სამუშაო კაბინეტს ოპოზიცია დაბოქლომებას უპირებდა, მომხდარს აფასებს.

"ეს არის რევანშისტული ძალის ბრალი, რომლის ერთ-ერთმა მეთაურმა დააანონსა, რომ ჩვენ მივალთ იქ და დავაბოქლომებთ "ქართული ოცნების" მაჟორიტატების ან დეპუტატების კარებებსო. ეს მოისმინა სრულიად მოსახლეობამ. რა დღეშია იცით ხალხი? მე აქ სპეციალურად მოვედი დილის ცხრის ნახევრიდან რომ განმემუხტა სიტუაცია, კიდევ რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება. არ გვეყო ქართველებს ერთმანეთის დაპირისპირება და უპატივცემულობა? მე მგონია გვეყო. ზუსტად იმიტომ ვარ მე აქ, რომ დღეს არ მომხდარიყო დაპირისპირება. ეს ძალა (ნაციონალური მოძრაობა) ყველაფერზე მიდის სკამების გამო, ხალხს უპირისპირებს ერთმანეთს. უნდა ჩვენს ამომრჩეველს ასეთი ძალა? მათმა უფროსებმა კარგად იციან, რომ ხალხს არ უყვარს "ნაციონალები", ამიტომ დავალება გასცეს, მოაწყონ პროვოკაციები, დაგვიბოქლომონ კარებები და მერე თავი დაზარალებულად მოგვაჩვენონ,"-ამბობს დიმიტრი მხეიძე.

ცნობისთვის, ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ქუთაისის მერიაში. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისის მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს.

მხარდაჭერები და მერიაში დასაქმებული პირები როგორც თვითმმართველობის ორგანოს წინ, ასევე დიმიტრი მხეიძის კართან იყვნენ მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა თავად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატიც.

დიმიტრი მხიძესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გიგა შუშანიასა და დავით გოგისვანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მალე მცირე შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 275-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ცენტრში კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ

ამინდი