Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად თეთრი ხალათები მოირგეს

თარიღი : 21-11-2019, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მსახიობები ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღესაც შეიკრიბნენ.

მსახიობები "თეთრი ხალათების" აქციას ექიმების სპეციალური ფორმით შეუერთდნენ. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"აღმაშფოთებელია ოკუპანტების მიერ ექიმის დაკავება. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და დღეს ეს არის ნომერ პირველი პრობლემა,"-განაცხადეს მსახიობებმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ სზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკვე მე-13 დრეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წარგდენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვარს ვერ დაარღვევდა.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი
გასტროლებიდან დაბრუნებული თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ.
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სტუმრები რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ლისისტრატეს“ წარადგენენ.
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.

ამინდი