Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თარიღი : 21-11-2019, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკოს“ დირექტორმა ნ.მ-მ ყალბი ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად, მოტყუებით მიაწოდა ცხენის ხორციც.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ნანახია: 366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს - ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, სამტრედიის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
ყალბი დიპლომის დამზადების და გასაღების ბრალდებით დაკავებულია 1959 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ.

ამინდი