Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან-საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიის შენობა დააბოქლომეს

თარიღი : 20-11-2019, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიის შენობა დააბოქლომეს.

"სიმბოლურად დავაბოქლომეთ მერიის შენობა, იმიტომ რომ ეს არის უმოქმედო ორგანი. გვინდოდა დაგვებოქლომებინა ჩვენი მაჟორიტარის დიმიტრი მხეიძის კაბინეტი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგეთ დაცვის პოლიციას და არ შევედით შიგნით. სიმბოლურად სამი გასაღები მოვიტანეთ, რომელიც გადაეცა ხალხს,"-ამბობს გიო გველესიანი.

მერიაში შეხლა-შემოხლასა და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სამოქალაქო აქტივისტებს შენობის წინ რამდენი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. მათ შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

"დაგვხვდა დასავლეთ საქართველოში ვეტერანთა დაწესებულების უფროსი დავით ახრახაძე ამ პირობებში, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დაკავებულია, ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე გამოდის და ჩვენ ახალგაზრდებს გვიწყობს პროვოკაციას. ეს არის საშინელება, ჩვენ ხომ არანაირი პოლიტიკური პარტიის წევრები არ ვართ. ვაპროტესტებთ თავისუფალი ნების არ ქონას და მოდიან და გვებრძვიან"_ ამბობს გიორგი გველესიანი.

"ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა, გარდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე პროვოკატორების მოგზავნისა. ჯერ ტყვიებით დაგვიპირისპირდნენ, შემდეგ წყლის ჭავლით და ახლა რომ აღარაფერი დარჩათ, პროვოკატორებს გვიგზავნიან. მაგრამ ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციას. მშვიდად გავაგრძელებთ პროტესტს. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" პროვოკატორები, ერთ-ერთი მერიაში ჩაიკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია და პროვოკატორები ერთად მუშაობენ"-ამბობს თედო მესხი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 863-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულზე "თავისუფალი ზონის" წევრები საუბრობენ.

ამინდი