Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ერთიანი ძალით უნდა გადავაგდოთ ივანიშვილი, ისე, როგორც ჩვენ მოგვექცა. მან ჩვენ ქვეყანა წაგვართვა და ამას არ ვაპატიებთ,'- რას ფიქრობენ ახალგაზრდები ხელისუფლების მიერ დაპირების შეუსრულებლობაზე

თარიღი : 19-11-2019, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში გამართულმა საპროტესტო აქციამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე შეკრებილები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ დაშლილილყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელი აქციის დაშლის დროს 37 პირი დააკავეს, დაშავებულია 6 ადამიანი. მათ შორის აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და აქციის ორგანიზატორები.

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს ქუთაისელი ახალგაზრდები აფასებენ. ისინი Topnews.com.ge-სთან საუბარში ვადამდელი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების აუცილებლობას ხედავენ.

„აქციაზე მეც ვიყავი წასული ქუთაისიდან. მთელი ღამის განმავლობაში რომ არაფერი მომხდარა, ვიფიქრეთ აწი არანაირი დარბევა არ იქნებოდა, წამოვედით უკან ღამენათევები. ზესტაფონში შემოვდიოდი, როცა დარბევის ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. საშინელებაა, როგორ მოექცნენ ხალხს, მათ შორის ომის ვეტერანებს, 20-30 წლიანი სამსახური რომ აქვთ თავისი ქვეყნის წინაშე. დაწოლილ და ხელებაწეულ ხალხს გადაუარეს, ჯავშან-მანქანებითა და წყლის ჭავლით. პლიუს დააკავეს რამდენი. არასრულწლოვანი ბავშვები დაიჭირეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რის გამო? იმისთვის რომ აპროტესტებენ, რატომ გადაგვაგდო ხელისუფლებამ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. სისხლის ბოლო წვეთამდე ვაპირებთ, ჩვენი წინაპრებს მსგავსად ვებრძოლოთ ამ მტრებს. აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რათა სანამ დროა ვუშველოთ და დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, წავიდნენ დათმობაზე, დაემორჩილონ ქართველ ხალხს, რომელმაც მისცა მანდატი,“- ამბობს მიხეილ გეგეშიძე.

„გუშინ კარგად დავინახეთ "ქართული ოცნების" სახე, რომელიც 7 წელია უკვე ხელისუფლებაში. გვახსოვს 20 ივნისის მოვლენები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც გააგრძელეს და გუშინ იყო პიკი მათი ძალადობრივი ქმედებისა. ძალიან სამწუხაროა, სულ სხვა მოლოდინებით იყო ხალხი განწყობილი, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა სხვანაირად წარიმართა ყველაფერი. ეს არის ოლიგარქიული მართველობის ბოლო, ჩვენ ერთიანი ძალით უნდა გადავაგდოთ ივანიშვილი, ისე, როგორც ჩვენ მოგვექცა. მან ჩვენ ქვეყანა წაგვართვა და ამას არ ვაპატიებთ. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მას აზრი არ ექნება, თუ ისევ მაჟორიტარული პრინციპით ჩატარდება. აუცილებელია პროპორციული არჩევნები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, სანამ დრო დარჩენიათ, მშვიდობიანად დაასრულონ თავიანთი მართველობა,“- ამბობს შოთიკო ცაგურია.

„ოპოზიციას ვურჩევდი, რომ საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმონ, ჩემთვის მიუღებელია დანაშაულებრივი ოპოზიცია ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობდეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ძალიან ცუდად დასრულდებიან, ვურჩევდი ჭკვიანი და განათლებული კადრების მოძიებას, სამწუხაროდ უვიცებით აავსეს პარლამენტი, სასამართლო და ზოგადად ქვეყანა. მსგავსი ოპოზიციის არსებობა კი ისევ მათთვისაა ხელსაყრელი. შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთით თანაარსებობს ეს ორი უვიცი და დანაშაულებრივი ძალა, მათ ამ ბრძოლას კი საქართველო ეწირება, რომელიც სინამდვილეში არც ერთ ძალას ანაღვლებს და არც მეორეს,“- ამბობს ირაკლი ჯაფარიძე.

„საჭიროა ვადამდელი არჩევნები, რადგან მოსახლეობისთვის მიცემული არც ერთი დაპირება ამ 7 წლის მანძილზე არ შესრულდა. უბრალოდ ცუდია რომ ამ ძველი წურბელების გარდა, რომლებსაც უნდათ დაბრუნება მმართველობაში, სხვა არ გამოჩნდა ვინმე, ვინც ამ პროტესტის გრძნობით გაერთიანებულ და უკმაყოფილო ხალხს დაუდგება გვერდით. წარმოიდგინეთ ახლა, კიდევ 2024 წლამდე რომ იქნებიან სათავეში რას იზამენ. მთლიანად ჩაგვაბარებს რუსეთს ივანიშვილი. ოპოზიციას ვურჩევდი, რომ გაიხსენონ ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებული შეცდომები და ისწავლონ მათზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ნაცობის მხრიდან ახლა დარბევაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე საუბარი უბრალოდ სირცხვილია, მაინც მგონია, რომ ეს პროტესტის მუხტი და ტალღა უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან სასწრაფოდ თუ არ მოვიცილეთ ეს უვიცები (ქართული ოცნება) ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფოს მომავალი დაინგრევა,”-აცხადებს ბუდუ გიორგიძე.

„წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ძალადობის, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელდება. ჩვენ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ 90-იანები, როდესაც 9 აპრილს დაშალეს ეროვნულად განწყობილი ხალხის აქცია. იმის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცია იყო 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია. მაშინდელმა და ახლანდელმა მთავრობამაც დაუშვა უპატიებელი შეცდომები. იგივე განმეორდა 20 ივნისს, ასევე გუშინ. როდის უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, თქვენია, ყველა ადამიანისაა და არა პოლიტიკოსების, რომლებიც უაზროდ მართავენ ქვეყანას. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებლად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

რაშია გამოსავალი? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არის სრული ნაგავი, მათ უკვე ხალხი აღარ ენდობა. არც იმ ხალხის მჯერა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას მესამე ძალა გადაარჩენს. ესენიც იგივე შეცდომებს დაუშვებენ, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. სანამ მოქალაქეები ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, პოლიტიკოსებიც არ ისწავლიან საზოგადოების პატივისცემას,“-ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

„საშინელება იყო ის, რაც გუშინ თბილისში ხელისუფლებამ გააკეთა. მადლობა ღმერთს, რომ მათ არ გამოიყენეს ის რეზინის ტყვიები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ვიხილეთ. ამას რა შედეგებიც მოჰყვა, ყველას გვახსოვს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ამისთვის აქციები ხედავთ, რომ სხვა ქალაქებშიც დაიწყო. მთავარი მოთხოვნაა გადაგდეს ეს ხელისუფლება, არანაირი ვადამდელი არჩევნები, პირდაპირ გადადგეს, წავიდეს ივანიშვილი,“- ამბობს გიორგი ჩაჩუა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი



ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან
აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს, რუსთავი 2 - ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ.

ამინდი