Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში, სასუნთქი გზების სამკურნალო მღვიმის მოსაწყობად ინვესტორს ეძებენ

თარიღი : 19-11-2019, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში მდებარე, საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი საწურბლიას მღვიმე საიჯაროდაა მომზადებული. დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური გამაჯანსაღებელი ობიექტისთვის ინვესტორს ეძებს. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

„საწურბლიას მღვიმეში სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდა. მოეწყო სპელეო-თერაპიის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე ჩვენ დაინტერესებული ვართ ინვესტორის მოძიებით, რომელიც მართავს და განავითარებს ამ ობიექტს. რადგან, მღვიმის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არ არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამართავი, უფრო მიეკუთვნება სპელეო-გამაჯანსაღებელს. იცით, რომ ეს არ არის უბრალოდ დასათვალიერებელი ობიექტი, რომ პრომეთეს მღვიმის მსგავსად ჩახვიდე, დაათვალიერო და ამოხვიდე. როგორც ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერ იქნა თავის დროზე დაანგარიშებული, ეს არის საშუალოდ 10 დღიანი სპელეო-გამაჯანსაღებელი კურსის შემადგენელი ნაწილი. ანუ 10 დღის განმავლობაში რამდენიმე საათი ადამიანმა აქტიურ და პასიურ ზონაში უნდა ისუნთქოს ეს ჰაერი, დაისვენოს და ა.შ და ამით ხელი შეუწყოს გაჯანსაღების პროცესს. ამდენად, რადგან ობიექტის მართვა ცოტა სპეციფიკურია, საიჯაროდ არის მომზადებული.

ვეძებთ კერძო ინვესტორს, დაინტერესებულ ობიექტს, სუბიექტს, ვინც ვთქვათ მართავს ან ჯანდაცვის ობიექტს, ან სასტუმრო კომპლექსს და სურს დამატებით თავის სერვისებში ჰქონდეს სპელეო-გამაჯანსაღებელი სერვისი, ან ცალკე ინვესტორს, რომელსაც მხოლოდ ეს აინტერესებს,“- განუცხადეს Topnews.com.ge-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახურში.

,საწურბლიას მღვიმე” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე იფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟებულია განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ-აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი
გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე მიიღო.
სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ
აღმოჩენა მღვიმის სანაოსნო მონაკვეთის ახალი სიფონების კვლევის ფარგლებში მოხდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.

ამინდი