Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მივმართავ მშობლებს რეკომენდაციით, სანამ განათავსებენ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვნის მონაცემებს, დაფიქრდნენ, თუ რა რაოდენობის პერსონალურ მონაცემებს ამჟღავნებენ ისინი"

თარიღი : 19-11-2019, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით ქუთაისში ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატები, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებებით. მეორე პანელში კი აუდიტორიის წინაშე ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარსდგნენ.

ფორუმის მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ერთი მხრივ, ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს; მეორე მხრივ, კი წარმოადგენილი იყო პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი ინტერესების გათვალისწინებას. თანამედროვე გამოწვევების მიხედვით , არაერთ პრობლემას აწყდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მათ შორის სკოლებში. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც საპირფარეშოებსა და გამოსაცვლელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, რასთან დაკავშირებითაც ინსპექტორის გადაწყვეტილებით კონკრეტულ სკოლებს დაევალათ ვიდეო-თვალის შეწყვეტა, ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და შესაბამისად, ამ კუთხით გაეწიათ ამ სკოლებს რეკომენდაცია, არ განახორციელონ გამოსაცვლელ ოთახებსა და საპირფარეშოებში ვიდეო-მონიტორინგი.

იგივე სკოლების კუთხით, თუნდაც პირადი საქმის წარმოების შემთხვევაში, თუ რა დოკუმენტები უნდა დამუშავდეს, მინისტრის ბრძანებით არის დარეგულირებული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს აღნიშნული დოკუმენტების შენახვის კანონიერებას, თუ რამდენად არის უსაფრთხოების ზომები დაცული.

ჩვენი სამსახურისთვის ასევე პრიორიტეტულია არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვისთვის ზედამხედველობის გაწევა და პრეცენციული ღონისძიებების გატარება. ამასთან, მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მშობელი წარმოადგენს არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამამჟღავნებელ პირს. მე მინდა მათ რეკომენდაციის სახით ვუთხრა: სანამ გაამჟღავნებენ და განათავსებენ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვნის მონაცემებს, დაფიქრდნენ, თუ რა რაოდენობის პერსონალურ მონაცემებს ამჟღავნებენ ისინი, ვინაიდან ფოტო-სურათი, ვიდეო-ჩანაწერი, ინფორმაცია ლოკაციის შესახებ, ეს ყველაფერი არის პერსონალური მონაცემი და მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება,“- ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯანელიძე Topnews.com.ge-თან საუბარში.

„დღეს საკრებულოსა და კონკრეტულად გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ხორციელდება ეს ფორუმი. აქ არიან ის რგოლები, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ კონკრეტულ მიმართულებებზე, ეს არის სახალხო დამცველი, ასევე მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ჩვენი მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობა. შესაბამისად საკითხები ბევრია, მათ შორის არის ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც ახლახანს იქნა მიღებული, შესაბამისად მსჯელობა შეეხო ამ კონკრეტულ მიმართულებას, ასევე ადგილობრივ დონეზე იმ პროექტებს, რომელიც ხორციელდება ბავშვთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზეც, რომელიც დღევანდელ პირობებში სოციალურ სივრცესა და ასევე სხვადასხვა სფეროებში ბავშვებს გააჩნიათ, მათ შორის სასკოლო დაწესებულებებში. აქ რამდენიმე მიმართულებებია, ეს შეიძლება იყოს აღმზრდელობითი ხასიათის, კონკრეტული პროგრამები, რომელიც გაწერილია ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებები, პედაგოგებების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება და ა.შ,“- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

ფორუმი გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით ჩატარდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი



ნანახია: 362-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი' მოქალაქეებს აფრთხილებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, კერძო ორგანიზაციების ინსპექტირებების შედეგად გამოვლინდა გამოსაცვლელ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

ამინდი