Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფოთლის დაწვა მისაღები ნამდვილად არ არის. ისედაც გლობალური დათბობის ხანაში ვართ და წვა ჟანგბადს ამცირებს და გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს,'-პრობლემა, რომელმაც სოფლის მოსახლეობას თავსატეხი გაუჩინა

თარიღი : 18-11-2019, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. არსებული ინფორმაციით, ერთი ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი 9 კგ მიკრო ნაწილაკს გამოყოფს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ე.წ სმოგს (ბოლს) წარმოქმნიან. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გაღვივებას და თუკი ფოთლებთან ერთად პოლიეთილენის პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც იწვება, მთელი რიგის ტოქსინები წარმოიქმნება. ამიტომ, საქართველოს მართვის ნარჩენების კოდექსით, ფოთლების, ბაღის და პარკის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სოფელში მაცხოვრებლებს კითხვები გაუჩინა. თუ არა დაწვა, მაშინ სად უნდა წაიღონ ფოთლები მოქალაქეებმა?

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოვლის ორ გზას სთავაზობს: ესაა კომპოსტირება ანუ ფოთლების სპეციალურად მომზადებულ ადგილას შეგროვება და სასუქად გადაქცევა და მეორე, უბრალოდ დატოვება ისე, როგორც არის, რადგან დროთა განმავლობაში ფოთლები ისედაც ბუნებრივ სასუქად გადაიქცევიან.

აღნიშნულ კამპანიას ხონის მუნიციპალტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის აგრარულ საქმეთა განყოფილების უფროსი ლია გელენავა მიესალმება, თუმცა იგი იმერეთის მთავარ საინფორმაციო Topnews.com.ge-თან საუბარში იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც უფრო დიდი მოცულობის ნარჩენების შემთხვევაში დგება.

„ფოთლის დაწვა მისაღები ნამდვილად არ არის. ისედაც გლობალური დათბობის ხანაში ვართ და წვა ჟანგბადს ამცირებს და გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს რომ არ მოხდეს, პატარა შიდა მეურნეობებში შეიძლება კომპოსტირება გაკეთდეს. ეს ძალიან კარგია, რადენიმე თვეში ეს კომპოსტი მზადაა და შეგიძლია გაიტანო, გაამდიდრო, გაანოყიერო შენი ნიადაგი ან ბოსტანი. ამის მოხმარება შეიძლება. მაგრამ მასიურ ფართობებზე რომ მიდგება საქმე, სხვა სიტუაცია იქმნება, მაგალითად ყანის ჩალის ღერების შემთხვევაში. ანუ, რომ მოიწევს მოსახლეობა მოსავალს, ხომ რჩება ჩალის ქვედა ძირები, რომელსაც უმეტესობა იღებს და წვავს. ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას მოსახლეობამ, ეს ნარჩენები ხომ მოცულობით უფრო დიდია? როგორ უნდა შეაგროვონ, ტრანსპორტირება როგორ უნდა გააკეთონ? რომ ეუბნები გლეხს, შენ მოიწევ მოსავალს და ჩალის ღერები მერე არ დაწვა, სადმე წაიღე, სადმე მოათავსეო, ალტერნატიული გზა ხომ უნდა შევთავაზოთ? ან დამპრესი მოწყობილობა უნდა გვქონდეს, როგორც ეს საზღვარგარეთაა. რომ მოჭრიან იქ ყანას, იქვე აქუცმაცებენ.
ხის ტოტების შემთხვევაში კი, თვითონ მეცნიერები გვირჩევენ, რომ დაზიანებული და გამხმარი ხის ტოტები უნდა მოიჭრას, დაზიანებული ფოთლებიც უნდა დაიწვას. ამდენად ორ უკიდურესობაში ვვარდებით. გარემოს დაცვის კუთხით არ შეიძლება დაწვა, რადგან ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს, ჟანგბადს ამცირებს და გარემოზე ცუდად მოქმედებს. მეორე მხრივ, ფერმერებს ვეუბნებით, რომ დაზიანებული ტოტები მოჭრან, გაანადგურონ, ისე არ გაიტანონ არსად. რადგან იმ დაზიანებულ ტოტში ხარაბუზებია ჩამჯდარი, რომელიც ახმობს მცენარეს, თუ ძირში არ მოჭერი. აი, ამ უკიდურესობაზე ვსაუბრობ. ან უნდა დაწვა, ან რაღაც ალტერნატიული გზა უნდა იყოს ამისი.

ამასთან, როცა საქმე გვაქვს ინერტულ სამშენებლო მასალასთან, უფრო დიდი პრობლემა იქმნება. იყო ამისთვის ორმოები განკუთვნილი, მაგრამ ახლა ყველა შევსებულია. მოსახლეობა ამის თაობაზე ხშირად მოგვმართავს, სად წაიღონ ეს ნარჩენები. მაგრამ ვინც არ მოგვმართავს, შედარებით მცირე მოცულობის ნგრევის ნარჩენებს ათავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში, დიდი მოცულობის ნგრევის ნარჩვენები კი ხვდება მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. ამდენად, წყალდიდობის დროს შესაძლებელია შეერიოს კიდეც მდინარეს ეს ნარჩენები. ამასთან, იცით რომ მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიები ძირითადად საძოვრებს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაში ნგრევის ნარჩენებთან ერთად მოსახლეობა ჩუმად ყრის იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. გვხვდება იქ პოლიეთილენის პარკები და ამას ცხოველი როცა ითვისებს. შეიძლება კუჭი გადაეკეტოს და გამოიწვოს მისი სიკვდილიანობა. ამ კუთხით არის პრობლემები. ეს არასანქცირებული ნაგავსაყრელები დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ნაგავსაყრელების აღმოფხვის საშუალება მუნიციპალიტეტებს მეტ-ნაკლებად აქვთ. თუ ხელისუფლება დაგვეხმარება და ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ ამის აღკვეთას, კარგი იქნება,“- აცხადებს ლია გელენავა Topnews.com.ge-თან საუბარში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ე.წ. ჭიაკოკონობასთან
"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
პროექტის ფარგლებში უკვე ხუთი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ლი

ამინდი