Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'ბასტი-ბუბუ'-ს სტუდია გაიხსნა

თარიღი : 17-11-2019, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში "ბასტი ბუბუს" სტუდია საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ღია კონცერტი, სადაც ყველასთვის საყვარელი სიმღერები შესრულდა, სცენაზე ასევე ქუთაისის სტუდიის პირველი "ბასტიბუბუელები" გამოვიდნენ.

"25 წელია "ბასტი ბუბუ" ქალაქ ქუთაისს სტუმრობს და ყოველთვის საინტერესო წარმოდგენას სთავაზობს. ამ დროის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ ანალოგი სტუდია ყოფილიყო ქალაქ ქუთაისში. ხშირად გვეკითხებოდა ჩვენი ერთგული მაყურებელი, თუ როდის შეეძლებოდათ მათ შვილებს გამხდარიყვნენ იმ დიდი ოჯახის წევრები, რასაც "ბასტი ბუბუ" ჰქვია. ჩვენ ეს შევძელით ბატონ თენგიზ აბესაძის და ქალბატონ მაია პაქსაშვილის დახმარებით," - აცხადებენ სტუდიის წარმომადგენლები.

გადაცემა "ბასტი ბუბუ” პირველი არხის ეთერში 1992 წელს გავიდა და პირველივე დღიდან დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ "ბასტი ბუბუს" შემოქმედებითმა ჯგუფმა ბევრი ახალი ნოვატორული გადაცემა შექმნა: "ბასტი ბუბუს" უბანი", "ქინდერლანდია", "ციმციმებენ ვარსკვლავები", "მხიარული კარუსელი", "ბაბილინა", "საკვირაო სკოლა". შეიქმნა სატელევიზიო გმირები - ბასტი, ბუბუ, არდი, დჯ გოგა, მელპომენე, მზარეული კოკო, ფუსფუსა, ბაბილინა და სხვა. განხორციელდა პროექტი განსხვავებული უნარების მქონე ბავშვებთან ერთად. „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითი ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც საბავშვო ევროვიზიის შესარჩევი ტური ჩაატარა და პირველი საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა საქართველოს.
სტუდია ქუთაისში, კინოთეატრ "საქართველო"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 701-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 595 21 61 23.
22-დან 30 დეკემბრის ჩათვლით ღონისძიებები კულტურულ შემოქმედებით ცენტრში ჩატარდება.
ონავრების ქორეოგრაფის ირმა მაჩიტიძის თქმით, პროექტში მათი სტუდიის 30-მდე მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, მეორე ტურშიც

ამინდი