Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ამ თაღლითს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ ქართველი ხალხის და ჩვენი არჩევნების წართმევის, ამასთან ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეჩერების უფლება. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ღირსეული პასუხი გავცეთ მას"

თარიღი : 17-11-2019, 10:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მონაწილეები  ქუთაისიდან უერთდებიან.  მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები დღეს, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რასაც მას საზოგადოება არ აპატიებს.

„მივდივართ ის მოქალაქეები, ვინც მომხდარით აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ ეს იყო ბოლო წითელი ზღვარი, რომელიც უკვე გადაკვეთა "ქართულმა ოცნებამ" და ამის შემდეგ რაღა უნდა მოხდეს, თვითონ რუსეთს თუ არ ჩააბარებს ჩვენს ქვეყანას. გვინდა იქ ჩასვლა და რას გავაკეთებთ, იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე პირადად, დიდი ალბათობით დავრჩები და ღამეს გავათევ. შევუერთდები იმ ადამიანებს, ვინც 24 საათის მანძილზე არიან იქ,"-ამბობს მოქალაქე მიშა ღვინეფაძე.

„დღევანდელ აქციაზე წამოსვლის მსურველი უამრავია.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პოლიტიკური პარტიები, ამასთან საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, მოქალაქეები, ვაპირებთ რომ შევუერთდეთ ამ აქციას.  „ყველა, მინუს ერთი“ არის  აქციის სახელწოდება.  ესაა ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენ ამ თაღლითს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ ქართველი ხალხის და ჩვენი არჩევნების წართმევის, ამასთან ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეჩერების უფლება. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ღირსეული პასუხი გავცეთ მას,"-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

„სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, საჭიროა საყოველთაო მობილიზება. ივანიშვილი პირდაპირ ითხოვს ხალხის ძალა მანახეთო. ხალხსაც სხვა არაფერი დარჩენია, მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი რომ გაერთიანდება თემატურად, უკვე ხვდებით რასთან გვაქვს რეალურად საქმე. ასეთი თემატური გაერთიანება ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში უახლოეს პერიოდში არ ყოფილა. ივანიშვილი არის ამის ავტორი თავისი სიცრუით და გადაგდებით, ორპირობით. იგი ქვეყანას კიდევ ერთხელ ტოვებს წუმპეში. ხედავთ რომ თავისმა გუნდმაც დაიწყო  დაშლა. თავისი ერთგული გოშიები და ფინიებიც კი ტოვებენ ივანიშვილს, ამიტომ საჭიროა კონსოლიდაცია. ახლა იმის რჩევის დრო არ არის რომ ის ცუდია, მე კარგი ვარ, ჩვენ ვერთიანდებით თემის ირგვლივ, გვქონდეს პროპორციული სისტემა. ამაზე ყველა ჯანსაღად მოაზროვნე თანხმდება ერთი კაცის გარდა, ამიტომ ყველა რეგიონიდან უნდა ჩავიდეს ხალხი დღეს თბილისში,"-აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 15:00საათზეა ჩანიშნული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
 


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.

ამინდი