Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'3 000 დოლარად გამიყიდა ბანკმა ქუთაისის ცენტრში, 60 000 დოლარად შეფასებული საკუთარი სახლი,'- Topnews.com.ge ბანკების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ისტორიებს გაგაცნობთ

თარიღი : 16-11-2019, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კიდევ ერთხელ გაგაცნობთ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იპოთეკური სესხების შედეგად დაზარალდნენ. ისინი წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას და გრძელვადიან, დაბალპროცენტიან იპოთეკურ სესხებს სთხოვენ. ვიდრე ხელისუფლება დუმს და საკუთარი მოქალაქეებისათვის ვერ იცლის, ადამიანები უკანასკნელ საცხოვრებლებს კარგავენ და ღია ცის ქვეშ რჩებიან.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ბანკისგან მორიგ დაზარალებულს, მაია ჩიქოვანს ესაუბრა. ჩიქოვანმა 2012 წელს შპს „ქართული სკოლის“ დასაარსებლად „პროკრედიტ ბანკიდან“ 140 000 დოლარი გამოიტანა, შემდეგ კი სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის „გლობალ კრედიტისგან“ 15 000 დოლარი აიღო სესხად. იპოთეკით დაზარალებული გვიყვება, რომ სკოლას კარგად იქამდე ამუშავებდა, სანამ ქვეყანაში კრიზისი არ დაიწყო. ამას მოჰყვა სკოლის დახურვა და ფინანსური პრობლემები.

„2012 წელს „პროკედიტ ბანკიდან“ გამოვიტანეთ 140 000 დოლარი და გავხსენით კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება „ქართული სკოლა“. იცნობდნენ ამ სკოლას ქუთაისში, კარგი სახელი გვქონდა, წარმატებულები ვიყავით. კარგად ვმუშაობდით იმ პერიოდამდე, სანამ ქვეყანაში კრიზისი არ დაიწყო და ვალებში არ ჩაიხრჩო ხალხი. იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ. მშობლები იძულებულები გახდნენ გაეყვანათ სკოლიდან ბავშვები, სწავლის გადასახადს ვერ იხდიდნენ. ამის გამო, მეც ვეღარ ვუზრუნველყავი ვალის გადახდა და აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები. გავიხლართეთ ვალებში. თუ ჯარიმას ვიხდიდით, თუ პროცენტის პროცენტს. თან პარალელურად, მეორე ბანკის ვალს ვიხდიდი, რომელიც სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოვიტანე „გლობალ კრედიტიდან“ (ამას დღემდე ვიხდი, აქ დეიდას ბინა მქონდა ჩადებული, მე შეიძლება გამოვიდე ბინიდან, მაგრამ სხვას ამ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებ). ვეღარ გავუძელით, გავკოტრდით. სკოლა დაიხურა, რადგან აკრედიტაცია ვერ გავიარეთ. ამას დიდი თანხების მობილიზება, რესურსები სჭირდებოდა. ამასთან, ამდენი ვალებისა და პრობლემების გადამკიდე, საერთოდ ვეღარ ვაზოვნებდი და ამ მდგომარეობაში ვეღარ ვმართავდი სკოლას,“- აცხადებს ჩიქოვანი.

მაია ჩიქოვანი გვიყვება, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, პროკრედიტ ბანკმა ქალაქის ცენტრში მდებარე 230 კვ სახლი და სკოლა აუქციონზე გაიტანა. ორივე ქონება, რომელიც ჯამში 470 000 დოლარად იყო შეფასებული, ბანკმა 240 000 დოლარად შეაფასა, აუქციონზე კი მისივე შპს „პროფერტის“ 12 000 დოლარად მიყიდა.
„ბანკმა გამოიტანა სკოლა და ჩემი სახლი აუქციონზე და ნულოვანი აუქციონით „პროკრედიტ ბანკმა“ იყიდა შპს „პროფერტის“ სახელით (რომელიც იმავე შენობაშია და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თავად ბანკია), ანუ თავის მარცხენა ჯიბეს მიაღებინა მონაწილეობა და იყიდა ორივე შენობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "პროკრედიტ ბანკმა", რომელსაც ჩემი ორივე ქონება 240 000 დოლარად ჰქონდა შეფასებული (აქედან 180 000 დოლარად სკოლა და 60 000 დოლარად სახლი), შპს „პროფერს“ 9 000 დოლარად აყიდინა აუქციონზე სკოლა, სახლი კი, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას- 3 000 დოლარად. ესაა დაყაჩაღების მასშტაბი. მე ვალის 55 000 დოლარი გადახდილი მქონდა, ბანკი კიდევ 140 000 დოლარს მთხოვდა, ამიტომ ბანკს ვეუბნებოდი: წაეღო სკოლა და სახლისთვის დაენებებინა თავი. მაგრამ „პროფერტის“ დირექტორმა ნიკოლოზ მიქაბერიძემ მითხრა: არა, უნდა ამოგძირკვოთო, თან გვიყვიროდა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, მერე ეს სწორიაო? კანონი მაძლევს ამის საშუალებასო. ასე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ გვკლავენ და გვაგდებენ სახლიდან, გვსპობენ და ამას კანონის საშუალებით მოქმედებენ. ცოცხალს ვერ გამომიყვანთ იმ სახლიდან -მეთქი, რომ ვუთხარი მიქაბერიძეს, შენისთანები გამოუყვანიათო? დროის ამბავია, თორემ თქვენს გამოგდებას რა უნდა სახლიდანო. დაგცინიან თან, ადამიანად არ გთვლიან. რატომ? -იმიტომ რომ კანონი აძლიერებთ.
გამიყიდეს ორივე შენობა, ვალიც არ ჩამომაწერეს და დამტოვეს ასე. ეს ვალი ახლა არის ჩემი სიძის გადასახდელი, რომელიც ჩემთან ერთად მეწილე იყო. მე კარგი მოვკვდი, ჩემი ქმარი მოკვდა, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხომ გავუფუჭე საქმე? მათ უნდა გადაიხადონ. მეც გამანადგურეს და ჩემი შთამომავალიც დატოვეს ვალში. მაგდებენ სახლიდან. ჩვენ ვიჩივლეთ იმიტომ, რომ აუქციონის მერე 140 000 დოლარის ნაცვლად, 200 000 დოლარს მაწერდნენ. ჩავრიეთ გერმანიის საელჩო საქმეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვწერეს ოფიციალურად 138 000 დოლარი გაქვთ გადასახდელიო (პასუხსაც არ გვწერდნენ, სანამ კუკავამ არ მიწერა, მადლობა მას). პატარა განსხვავებაა 200 000 დოლარსა და 138 000 დოლარს შორის? მადლობა ღმერთს დიდი სანაცნობო წრე გვყავს და ისინი დაგვეხმარნენ, მაგრამ თუ არა გვყავს რა? ჩემზე ნაკლები ვინ არის? იმ გაჭირვებულებმა რა ქნან, ვისაც ფართო სანაცნობო არ ყავს, ვინც ადვოკატებსაც ააყვანინებს, დაღუპული ხომ არიან?“-ამბობს მაია ჩიქოვანი.

მაია ჩიქოვანი ქვეყნის უპირველეს პრობლემას საბანკო პოლიტიკაში ხედავს. ამბობს, რომ იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს თხოვდნენ, თუმცა მისივე თქმით, მმართველ ძალას აღნიშნული კანონის შემოღება არ აწყობს.

„ეს პრობლემა მარტო მე ხომ არ მაქვს? რამდენია ჩემნაირი, ბანკისგან გაუბედურებული. ყველა უბედურება, რაც საქართველოში ტრიალებს, საბანკო პოლიტიკითაა გამოწვეული. კი ბატონო, ივანიშვილი ქველმოქმედებასაც აკეთებს, ბევრს რამეს ხომ? მაგრამ მთავარს არ აკეთებს სპეციალურად. თვითონაა ბანკირი და აწყობს. მისი მთავარი დაპირება გრძელვადიანი ბანკები იყო, მაგრამ ამას აკეთებს, თორემ ჩვენ მათხოვრები კი არ ვართ. იპოთეკარები რომ იყვენ პარლამენტის წინ, დიმიტრი ხუნდაძემ ასე გვითხრა, რა გინდათ თქვენ, ივანიშვილმა გინდათ ფული გაგისტუმროთო? ვითომ მათხოვრები ვიყავით. მაგას რა უნდა პარლამენტში, ეგ ხომ ადამიანი არ არის, ეს უნდა ეკადრებინა შვილმკვდარი დედებისთვის, რომელთა შვილიშვილებს სახლიდან გამოსახლება ემუქრებოდათ? ასე უნდა ელაპარაკო შენს ხალხს? ხაზარაძე რომ პოლიტიკაში მოვა, რომელსაც ათასი ადამიანი ჰყავს აწრიალებული და გაუბედურებული, რაზე უნდა ვილაპარაკო? დაიწყო სააკაშვილმა ეს პროცესი და აგრძელებს ივანიშვილი, იმიტომ რომ ესენი ერთი თეფშიდან ჭამია ხალხია. ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლებისგან, შემწყდარიყო ეს ნულოვანი აუქციონი, გამოცხადებულიყო მონატორიუმი, აღკვეთილიყო უკანასკნელი საცხოვრისიდან ადამიანების გამოსახლება და მოგვცემოდა ჩვენი ქონების გამოსყიდვის საშუალება. ვეხვეწებოდით ივანიშვილს, შენი ბანკით გამოისყიდე ჩვენი ქონებები და ჩვენ მერე შენ გადაგიხდითქი, ოღონდ დაბალპროცენტში და გრძელვადიანში, როგორც გვპირდებოდა ამას(ამას კი არა უპროცენტო ფულსაც გვპირდებოდა, არ გახსოვთ?), მაგრამ გაუბედურებული, დაჩმორებული, მიწასთან გასწორებული, სახლიდან გამოგდებული ქართველები უნდათ. 400 000 განცხადება დევს ახლა გამოსახლებაზე, მეტი რა გითხრათ? რისი იმედი უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში? ახალგაზრდა თაობა რომ იმაზე ფიქრობს, ამ ქვეყნიდან როდის წავიდეს, იმ ქვეყანაში სიცოცხლის რაიმე იმედი არსებობს?“-ამბობს ჩიქოვანი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მაია ჩიქოვანი საკუთარი სახლის დასაცავად იბრძვის. ის ერთ-ერთია, რომელიც თავს ბანკების თავნებობისა და
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს

ამინდი