Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სახელმწიფო და საზოგადოება უნდა დარჩეს დასავლური ღირებულებების ერთგული"

თარიღი : 15-11-2019, 20:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ქართულ ოცნებაში" ცენტრალურ დონეზე მიმდინარე ცვლილებებს აფასებენ ქუთაისში, "ოცნების" უმრავლესობაში.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია თვლის, რომ ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა სწორად შეაფასოს ის გზავნილები, რომელსაც იღებენ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

"სახელმწიფო და საზოგადოება უნდა დარჩეს დასავლური ღირებულებების ერთგული. დღეს ჩვენი ამოცანაა, არ დავშორდეთ დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს დასავლური არჩევანის მიმართ ეჭვები არ იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე ჩვენს მოკავშირეებში,"-ამბობს შენგელია.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

მომხდარის შემდეგ, "ქართული ოცნების" უმრავლესობა 15-მა დეპუტატმა დატოვა.


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ განაცხადა, დღეს, ქუთაისში რაც ხდება, კოალიციის
კვორუმისთვის დარბაზში 76 დეპუტატის დასწრება იყო აუცილებელი, რეგისტრაცია კი, მხოლოდ 69 დეპუტატმა გაიარა.
ნიშნიანიძის განმარტებით, მას სურს, რომ ქართულ ოცნებაში დარჩეს, თუმცა თუ მისი ადგილი პარტიაში არ იქნება, ასეთ შემთხვევაში,

ამინდი