Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დასრულდა ფოტოკონკურსი 'ილო' და როგორია კონკურსის შედეგები

თარიღი : 15-11-2019, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.

თეატრის ფოიეში გამოიფინა ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული ფოტონამუშევრები. ფოტოკონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განოფილების მიერ არის ორგანიზებული, ყოველწლიურია და წელს მეთორმეტედ ჩატარდა. გასული წლიდან მასში მონაწილეობენ არამხოლოდ ქართველი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, არამედ ფოტოხელოვანები ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდანაც, რის გამოც ფოტოკონკურსი უკვე საერთაშორისო გახდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ცხელიშვილი. მეორე ადგილი წილად ხვდა ნიკოლოზ მესხს, ხოლო მესამე ადგილი - სოფიო ბუცხრიკიძეს.

ნომინაციაში „ჩემი ქალაქი“ გაიმარჯვა უკრაინის ქალაქ სუმის მკვიდრმა, რომელსაც კუთვნილი პრიზი „ორმაისობის“ დღესასწაულზე გადაეცემა. რუბრიკა „ჩემი ქუთაისის“ -თვის განკუთვნილი პრიზი კი არჩილ გეგენავამ აიღო.

გამარჯვებულებს პრიზები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ჟიურის თავმჯდომარემ გურამ წიბახაშვილმა გადასცეს.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ქუთაისის მერიამ ქალაქში ტრადიციადქცეულ ფოტოკონკურსზე ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ფოტოკონკურსს აცხადებს.
კონკურსი ქართველი ებრაელის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს და ის ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წელს
ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
ფოტოკონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სურათის მოწონებების მიხედვით სოფო ბობოხიძემ გაიმარჯვა, მისი სურათი სოციალურ ქსელ

ამინდი