Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე,'-არქეოლოგების აღმოჩენა ჭიათურის სოფელ ითხვისში

თარიღი : 14-11-2019, 23:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2019 წლის ივლისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის „ნაქალაქარზე“ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ექსპედიცია ა(ა)იპ „ხვამლის ამქარი“-ს ბაზაზე დაკომპლექტდა. მასში ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა შემდეგი ჯგუფი შევიდა:დავით სულხანიშვილი, ქეთევან დიღმელაშვილის, დავით დარეჯანაშვილი, ნანა კაპანაძე და თინა მანია. სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებში აგრეთვე მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები.

2019 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ვარაუდი ითხვისის „ნაქალაქარზე“ ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ. გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიან ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე;

აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე;

ამ დასახლებას დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია, რადგან ასეთი სიდიდის მარანი არსად არ არის გამოვლენილი;

გვიან ელინისტური ხანის ნაგებობა უნიკალური მოვლენაა დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ამ ეპოქის ჯერ-ჯერობით ერთად-ერთ ნაგებობას. ამ პერიოდის ნაგებობები არ გამოვლენილა არც ვანის და არც საირხის ნაქალაქარებზე;

არქეოლოგიური კომპლექსის ქრონოლოგიის გათვალისწინებით მას არავითარი საერთო არ გააჩნია ითხვისში გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან და იგი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი


ნანახია: 2156-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ

ამინდი