Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასე დაიფერფლება 'ქართული ოცნება' მალე,'-აქცია ქუთაისში

თარიღი : 14-11-2019, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "მხეიძე სირცხვილია", "35 გავრილოვი" _ ამ ლოზუნგებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. "გადაგდება" არ უნდა შერჩეთ,"-აცხადებენ ისინი.

"ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, რადგან მათ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. თუმცა რა რეალობის წინაშეც დავდექით, კარგად ვნახეთ. მიგვაჩნია, რომ ასე უსინდისოდ არ უნდა გვექცეოდეს მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჩვენს პასუხისმგებლიან მოქალაქეებს დადგნენ ჩვენს გვერდით, რათა გავაპროტესტოთ დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო,"-აცხადებს ოთარ კაჭკაჭიშვილი.

"საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკური პარტიები დღეს ვაფიქსირებთ იმ აზრს, რომ მთავრობას არ უნდა მოვეტყუებინეთ. ეს იყო უდიდესი ფარსი, რაც დღეს მოხდა. დაპირება არ შეგვისრულეს. ვითხოვთ გადადგეს დღევანდელი ხელისუფლება, არანაირი ვადამდელი არჩევნები. დღის წესრიგი როგორიც იქნება, ამას პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, რომელსაც ჩვენც შევუერთდებით,"-აცხადებს გიორგი გველესიანი.

მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს და იმ მაჟორიტარი დეპუტატების სია წაიკითხეს, ვინც კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა სია დაწვეს.

"ასე დაიფერფლება ქართული ოცნება მალე"-აცხადებენ ისინი და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 594-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი