Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რომ იძახიან, სად ნამახვანი ჰესი და სად წყალტუბოო, თუ თვითონ ვერ წარმოიდგენენ ტერიტორიულად როგორ არიან ახლოს ერთმანეთთან, რუკას მაინც დახედონ,'-რას იტყუება ხელისუფლება მასშტაბური პროექტების დაანონსებისას?

თარიღი : 13-11-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული წყალტუბოს აღორძინების პროექტი ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის თემად იქცა. „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, მზად არის თავად განახორციელოს კურორტის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. მისი ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ წყალტუბოს მასშტაბური აღორძინების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვები დაიწყო. მმართველი ძალის დაპირებით, უახლოესს წლებში წყალტუბო რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად გადაიქცევა, თუმცა არავის გასჩენია კითხვა, რამდენად მოხერხდება დასახული მიზნის შესრულება, მაშინ როცა ხელისუფლება აღნიშნულის პარალელურად კიდევ ერთი, საკმაოდ დიდი და მსხვილი პროექტის- „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობას გეგმავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიცილაპიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, წლის ბოლოს დაიწყება.

სამინისტროში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ  “ნამახვანი ჰესების კასკადი“ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ერთ-ერთი უდიდესი პროექტი და ძალიან დიდი კონტრიბუცია იქნება, თუმცა არავინ საუბრობს იმ საფრთხეებზე, რასაც ჰესის მშენებლობა იმერეთს მოუტანს.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში საფრთხის წინაშე დგას წყალტუბოც. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო დაგუბებული წყლის მასა სამკურნალო წყლების გაქრობას გამოიწვევს, რომლის გარეშეც კურორტი თავის ფუნქციას დაკარგავს.

„როცა ვესწრებოდი გარემოზე ზემოქმედების შეფასებების განხილვას, ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა იმიტომ, რომ ტერიტორია, სადაც უნდა აშენდეს ნამახვან ჰესის კასკადი, ძალიან ახლოსაა წყალტუბოსთან. გარდა ამისა, წყალტუბო უფრო დაბალზეა, ვიდრე იქნება ეს კასკადი. ამდენად, მიჩნდება კითხვა: ჰიდროელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო დაგუბებული წყლის მასა იმ ზონაში, სადაც უამრავი კასტრული მღვიმეა, მცოცავი ქანებია და ა.შ ხომ არ გამოიწვევს სამკურნალო წყლების გაქრობას, წყლის ხარისხის გაფუჭებას ან ზოგადად, რაიმე პრობლემას? მე ეს კითხვა შეხვედრების დროსაც დავსვი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. არ სცემენ დასაბუთებულ პასუხებს, რამდენად საშიში იქნება ნამახვანი ჰესის კასკადი არა მარტო წყალტუბოსთვის, არამედ ქუთაისისთვის და ზოგადად რეგიონებისთვის. ამ შემთხვევაში კი, როცა წყალტუბოზე ვსაუბრობთ და მის აღმშენებლობაზე, გაგვცენ პასუხი, შესწავლილია კი ეს ყველაფერი? წყალტუბოს არ ემუქრება საფრთხე? შემეკამათნენ კიდეც შეხვედრაზე, სად ნამახვანი ჰესი და სად წყალტუბოო. თუ თვითონ ვერ წარმოიდგენენ ტერიტორიულად როგორ არიან ახლოს ერთმანეთთან, რუკას მაინც დახედონ, “- ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე Topnews.com.ge-თან საუბარში.

იმერეთის მთვარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელსაც ესაუბრა. ორგანიზაციაში, რომელიც გარემოს, ბიოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს, აცხადებენ, რომ  პროექტი არ იძლევა საკმარის და სარწმუნო ინფორმაციას ჰესების კასკადის პროექტის რეალური ზეგავლენის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ბუნებრივ გარემოსა და ზოგადად რეგიონზე. ამასთან, დოკუმენტში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების დიდი ნაწილი საერთოდ შეუსწავლელია ან არასაკმარისადაა შესწავლილი და გაანალიზებული.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნამახვანი ჰესის კასკადის მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2015 წელს ისე გაიცა, რომ რეალურად, დეტალური კვლევები არც ერთი მიმართულებით არ ჩატარებულა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ფიქტიური დოკუმენტი, ფარატინა ქაღალდი. აქ არ იყო შეფასებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ნამახვანი ჰესის რეზერვუარების ზემოქმედება ტვიშზე, ცოლიკაურის მიკროზონაზე და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რაც კასკადის მშენებლობის გამო ნამახვანი ჰესის ქვედაპირებში არსებულ დასახლებებს, მათ შორის ქალაქ ქუთაისს შეიძლება მიადგეს.

როდესაც საუბარია, მაგალითად წყალტუბოს აღორძინებაზე ან ღვინის, უნიკალური ჯიშების ბრენდირებაზე და ამის პარალელურად ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ნამახვანი ჰესის მშენებლობა, ნამდვილად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ანუ ერთი მხრივ, თითქოს ხელს უწყობ მეღვინეობის განვიათარებას, ვთქვათ ტვიშის ბრენდის ქვეშ განვითარებული ღვინოების წარმოებას, ან წყალტუბოს განვითარების შესახებ საუბრობ და პარალელურად საუბრობ ნამახვანი ჰესის კასკადის მშენებლობაზეც. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამის აშენება უნდა ნორვეგიულ ჯგუფს თურქულ კომპანიასთან ერთად. აღნიშნულმა ააშენა „შუახევი ჰესი“ და როგორც ააშენა ყველამ ვნახეთ. მთავარი გვირაბი დაინგრა, დღემდე არ არის ჩაშვებული ექსპლუატაციაში. უფრო მეტიც, 17 სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩა, გააქტიურდა კიდევ უფრო მეწყერსაშიში ზონები, დაიბზარა სახლები, ამ ადამიანებს კომპენსაციას არავინ უხდის და კიდევ ათასი პრობლემაა. ამდენად, კომპანიას, რომელმაც ერთი ჰესი ვერ ააშენა, კიდევ უფრო რთული- ნამახვანი ჰესის მშენებლობა უნდა. ამიტომ, რისკის არსებობაზე როცაა საუბარი (წყალტუბოს შემთხვევაში მინერალურ წყლებზე), საფრთხე ნამდვილად არსებობს, ამას ზედმეტი მარჩიელობა არ უნდა. ამ პროექტს აქვს ყველა მიმართულებით სერიოზული ზემოქმედება. აქ დეტალური ჰიდროლოგია უნდა იყოს შესწავლილი და შეფასებული, რაც არ ყოფილა, არავის არაფერი არ შეუსწავლია. ამიტომ, მარტო იმის გამოცხადება, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობა წლის ბოლოს იწყება, ნიშნავს გაუთვლელ, დაუსაბუთებელ და გაუაზრებელ ქმდებას გადაწყვეტილების მიმღებების მხრიდან,“- აცხადებს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

„ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. როგორც ხელისუფლებაშუ აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.  

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2349-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰესის სიმძლავრე 7,6 მ.გ. შეადგენს და ის 36 მლნ. კვ.სთ. ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ენერგოსისტემაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამინდი