Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მთავრობა ყველას გვატყუებს ბავშვივით-დღეს, ხვალ უკეთესი ცხოვრება გექნებათო. ასე გადის დრო. ხალხი ლამის შიმშილისგან დაიხოცოს, აღარაფრის იმედი მაქვს,'- მყიდველის გარეშე დარჩენილი ქუთაისის ბაზარი

თარიღი : 8-11-2019, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საქსტატის" ოქტომბრის თვის მონაცემებით,  სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა მიმართულებით ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ფასების ცვლილება შეეხო სურსათს, ბოსტნეულს, ხორცპროუქტებს, ხილს, თამბაქოს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს.

პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული ქუთაისის აგრალურ ბაზარშიც. მოვაჭრეების თქმით, ბაზარი დაცარიელებულია, შესაბამისად მთელი დღის განმავლობაში თავადაც ვერაფერს ვაჭრობენ.

„მაღაზიაში შეხვალ და ყველა პროდუქტი ძვირია, ბაზარში შემოხვალ და აქაც გაძვირებულია ყველაფერი. რა უნდა ქნას ადამიანმა? პენსია ჩვენ არ გვაქვს, ვდგავართ აქ დილიდან საღამომდე. სახლში რომ დავჯდეთ, პენსია წამლის ფულად არ გვეყოფა. აქ კიდევ მყიდველი იშვიათად შემოდის. ხალხს უჭირს, შემოსავალი არ აქვთ და რითი იყიდონ? მათთსავით გაჭირვებულები ვართ ჩვენც. კაპიკებზე ვართ,პურის ფულიც არ გვრჩება, რომ წავიღოთ სახლში,“-ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

„ყოველდღიურად იზრდება პროდუქტებზე ფასები. ყველზე, კარტოფილზე, ხორცზე, რაც აუცილებლად სჭირდება ორგანიზმს, ძალიან მომატებულია ფასები. ნამეტანია უკვე, ჩვენც ვერ ვწვდებით. ხომ უნდა შევიძინოთ პროდუქტი რომ გავყიდოთ მერე? ბაზარში აღარაფერი იყიდება, ხალხი უკვე სურსათებზეა გადასული, მაღაზიები ყველა უბანშია გახსნილი და ბაზარში არავინ შემოდის, დაცარიელებულია აქაურობა. კანტიკუნტად დადის ხალხი. დღეს 12 საათამდე მანეთიც არ მქონდა ნავაჭრი. მთელი დღის განმავლობაში მაქვს გაკეთებული ჩეკის 4 ლარი და მის გარდა 2 ლარი კიდევ, მეტი არაფერი. კვირაში თუ ჩავარდება ერთი დღე, რომ აიღებ 20-25 ლარს, დანარჩენი სულ ასეთი დღეებია,“- აცხადებენ ე.წ. მწვანე ბაზრის მოვაჭრეები.

„ძალიან ცუდ მდომარეობაში ვართ. ვზივართ მთელი დღე და ველოდებით მყიდველებს. ლარი ვივაჭრე დღეს, სადაა მყიდველი? თქვენ თვითონ გახედეთ თუ ვინმე დადის ბაზარში. არ აქვს ადამიანს საშუალება და რა იყიდოს? დავრჩით მარტო გამყიდველები. ყველაფერზე მომატებულია ფასები. როგორც ჩანს, ამ ჩვენს მთავრობას არ უნდა საქართველოში ქართველი ხალხი, უნდა ყველა საზღვარგარეთ წავიდეს. უკან-უკან რომ მიდის ცხოვრება, ვერ ატყობთ? დაიცალა ქალაქი, ჩვენ აღარ შეგვიძლია სიარული და კი ვზივართ ეს ავადმყოფი ხალხი აქ. ნეტა თუ არ რცხვენიათ? ტელევიზორის ჩართვა მეზარება, იგი მოკლეს, იგი გარდაიცვალა, იგი ჩამოახრჩვეს, მეტი არაფერია ტელევიზორში და ქონებებს რაფერ იტაცებენ თვითონ. ვინ ზრუნავს ხალხზე?,"- თავიანთ გულისწყრომას გამოხატავენ მოვაჭრეები.

„დღეს გავყიდე ორი ლარის. კარტოფილიც მაქვს, ხახვიც, ნიორიც, ბოთლებში გაკეთებული ტყემალი და პომიდორიც, მაგრამ არავინ არაფერს ყიდულობს. არ აქვთ და რა იყიდონ? მთავრობა ყველას გვატყუებს ბავშვივით დღეს, ხვალ უკეთესი ცხოვრება გექნებათო. ასე გადის დრო. ხალხი ლამის შიმშილისგან დაიხოცოს. ამ არქონებაში ვიჭყლიტებით. მე კიდე აფხაზეთიდან დევნილი ვარ და აღარაფრის იმედი არ მაქვს,“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელსაც დანარჩენების მსგავსად, ვინაობის დასახელება არ სურს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტების ფასების ზრდასა და მყიდველთა რიცხვის შემცირებას უჩივიან.
რძის და ხორცის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ხილ-ბოსტნეული-ეს იმ სასიცოცხლო პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად
მოვაჭრეების თქმით, აქციას ქალაქის მერიის წინ გამართავენ.
აღნიშნულის მიზეზი ბაზრობაზე დასაქმებულებმა კარგად იციან.

ამინდი