Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაქსიმალურად გვინდა დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები',-უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის ანგარიში მოსახლეობას

თარიღი : 8-11-2019, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„მაქსიმალურად გვინდა დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები და დავაკმაყოფილოთ ჩვენი თავიც. იმიტომ რომ, მე არ ვთვლი თავს განყენებულად. მეც ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე. აქ არის ჩემი ოჯახიც, მეგობრებიც. თუ რამ სიკეთე გაკეთდება და კეთდება კიდეც ღმერთის წყალობით, ეს იქნება ისევ ჩემთვის, თქვენთვის, ყველასთვის. ამიტომ, არ ვთვლი, რომ ვინმეს რამეს ვუკეთებ, ჩვენს თავს ვუკეთებთ პირველ რიგში. მგონია რომ ერთად რაღაც გამოგვივა,“- ამბობს ქუთაისის მერის წარმომადგენელი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ჭელიძე.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, რამდენად ხშირად მიმართავენ მოქალაქეები მერის წარმომადგენლებს, რა კეთდება მუნიციპალიტეტებში და რა პროექტები იგეგმება სამომავლოდ.

ქუთაისის მერის წარმომადგენელმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან ინტერვიუში მიმდინარე წლის განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად მოსახლეობას ხშირად ხვდება და მათ საჭიროებსა და პრობლემებს ისმენს. ამდენად, ცდილობს, ფინანსების შესაბამისად შეხვედრების დროს დასახული პრიორიტეტები მაქსიმალურად განახორციელოს. მისივე თქმით, ადგილობრივები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და საბინაო საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ.

„ძირითადი მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან არის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელის შესახებ იცით, რომ მერიის სოციალურ სამსახურს უამრავი სერვისი აქვს, ეს იქნება მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ოპერაციების თანადაფინანსება და ა.შ. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ, ვაკვალიანებთ თუ რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მიმართონ, რა დოკუმენტაციაა საჭირო ესა თუ ის სერვისი რომ აითვისონ და ა.შ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი ვერ აკმაყოფილებს რაღაც კრიტერიუმებს, არ აქვს შესაბამისი სოციალური ქულა, ამისთვის, გამონაკლისს შემთხვევაში ჩვენც შუამდგომლობით მივმართავთ სოციალურ სამსახურს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მოთხოვნები.

ძირითადი მომართვიანობა მაინც ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებითაა, ესაა გზის ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრეების პრობლემა, განათებები და სხვა.

ვეცდები იმ ქუჩების ნაწილი ჩამოვთვალო, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს განხორციელდა. ალბათ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, რომ ჩვენ მოსახლეობასთან საკმაოდ კარგი კომუნიკაცია და ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, მათი მომართვიანობის საფუძველზე, ის პრიორიტეტები რაც შარშან დაისახა, ვეცადეთ წელს ყველა განხორციელებულიყო. დავიწყებ რუსთაველის გამზირით. ამ საკითხის მოგვარებით ვფიქრობ, არა მარტო უქიმერიონის, არამედ მთელი ქალაქის საქმე გაკეთდა. ყველასთვის ნათელია როგორ მოწესრიგდა და გალამაზდა ქუჩა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯავახიშვილის ქუჩასაც. ამასთან, არა მხოლოდ ცენტრალური გამზირები, არამედ შესახვევებიც მოვაწესრიგეთ. ასეთია ვაჟა ფშაველას მერვე შესახვევი, რომლის რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა თავის სანიაღვრე არხით, ასევე მიქალაძე-მეველეს პირველი შესახვევი, ლორთქიფანიძისა და დუმბაძის ქუჩები. ასევე, რუსთაველის მესამე ჩიხში არ იყო სანიაღვრე არხი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო არხის მოწყობა იქ, ამიტომ კეთილმოწყობის სამსახურთან, სპეც.სერვისებთან ერთად ამ ქუჩაზე გავაკეთეთ საკმაოდ დიდი დრენაჟი, რამაც გაამართლა. სხირტლაძის ქუჩის ზედა მონაკვეთი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც დაგვეხმარა და მოვაწესრიგეთ. ტაბიძის მეექვსე ჩიხში სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

ამასთან, ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს და ბაგრატის მეორე ჩიხში, ნიკოლაძის მეოთხე შესახვევსა და წყალტუბოს პირველ და მეორე შესახვევში დღე-დღეზე დაიწყება სამუშაოები.

მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენდა ჯავახიშვილსა და ბარნოვს შორის არსებული არხის მოწესრიგება, გაუსაძლისი მდგომარეობა იყო იქ, ეს პრობლემა მოვაგვარეთ.

საბინაოს რაც შეეხება, განხორციელდა სადარბაზოების რეაბილიტაცია ხულ კორპუსში, მოწესრიგდა საკანალიზაციო ქსელები. ასევე სახურავები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. მოგეხსენებათ, სახურავების რეაბილიტაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც მოსახლეობა ვერ შეწვდებოდა, ამიტომ სრულად დავაფინანსეთ სამუშაოები. ხშირად გვაქვს მომართვიანობა ძელსკამებთან დაკავშირებით, ეს უკანასკნელი საკმაოდ ბევრ ადგილას განვათავსეთ.

ამჟამად მიმდინარეობს ორი მინი სტადიონის მშენებლობა ჯავახიშვილის 16 და ჩანჩივაძის 12 ნომრებში. ეს პროექტი საინტერესო იმ კუთხითაცაა, რომ დღევანდელი თაობა ცოტა მოვწყვიტოთ კომპიუტერებს და ფეხბურთის სათამაშოდ გარეთ გამოვიყვანოთ. სასურველია ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ მათ. სამომავლოდაც გვაქვს დაგეგმილი სხვა სტადიონების რეაბილიტაცია. იმედია არ ჩამეთვლება ხმამაღალ ნათქვამად, რომ რაც ჩამოვთვალე ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები მეტყველებს იმაზე, რომ მერია მუშაობს, უქიმერიონი მუშაობს,“-ამბობს ზაზა ჭელიძე.

ზაზა ჭელიძემ Topnews.com.ge-თან საუბარში მომავალში განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ის პრობლემა რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდა, 2020 წლის ბიუჯეტში აისახება და ეტაპობრივად მოგვარდება.

„მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს, ჩვენც ხშირად მივდივართ მათთან, რათა რაიმე პრობლემა არ გამოგვეპაროს და სწორად და დროულად მივიტანოთ შესაბამისს სამსახურებთან. ვცდილობთ თითოეულ ოჯახში მივიდეთ. 2020 წლის პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს რა პრობლემებიც გამოიკვეთა, ნაწილი პროექტებისა დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, რომ 2020-ში ამ მოთხოვნების დიდ ნაწილს დავაკმაყოფილებთ. დაახლოებით უკვე ვიცით სად რა თანხა დაგვჭირდება და რას შეიძლება შეწვდეს ჩვენი ბიუჯეტი, თორემ გეგმაში ძალიან ბევრი რამე გვაქვს. მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე გასაკეთებელი გვაქვს ჯებირები, ასევე კიბეები ჯავახიშვილზე. ჭომელების ერთ-ერთი მოთხოვნაა წყაროს რეაბილიტაცია. იცით რომ ეს ძველი წყაროა, გვინდა ესეც მოვუგვაროთ მოსახლეობას. სანიაღვრე არხები, სკვერები ( ნინოშვილზე, რუსთაველზე), საყრდენი კედლები, სპორტული მოედნები, ტრენაჟორები, ძელსკამები, ატრაქცონები, მისასვლელი გზები, დატბორილი სარდაფები სხვადასხვა ადგილებზე, ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ბატონი გიორგით დაწყებული, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ ყველა პრობლემა მოაგვარონ.

მინდა მინიმუმ ის მაინც თქვას მოსახლეობამ, მაქსიმუმს ცდილობდნენ, რაც შეძლეს გააკეთესო. იმიტომ რომ ჩვენი მოტივაციაა ისაა, მაქსიმუმზე ავიღოთ ორიენტირი,“-აცხადებს ჭელიძე.

ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარიამ უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ჭელიძე 2018 წლის 10 იანვარს წარადგინა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.

ამინდი