Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰყვება 6 თვის ჩვილის დედა, რომელიც ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც პრობლემაზე Topnews.com.ge-მ დაწერა

თარიღი : 8-11-2019, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქრისტინა დიხამინჯია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალს უყურადღებობსა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მისი 5 თვის ჩვილი მაღალი ტემპერატურით აღნიშნულ კლინიკაში შეიყვანა. იმის გამო, რომ ექიმებს ბავშვისთვის კათეტერის გამოცვლა დაეზარათ, ხელი დაუჩირქდა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ამასთან, იმის ფონზე, რომ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუთითაც არ გაუმჯობესებულა, ექიმები მომსახურების საფასურს ითხოვდნენ.

„რაში გვარგია საყოველთაო ჯანდაცვა, თუ 5 თვის ბავშვს თანხას თხოვენ საავადმყოფოში დაწოლისთვის და შედეგი მკურნალობის არის 0,“- წერდა სოციალურ ქსელში ბავშვის ახლობელი.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მა მასალა მოამზადა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა მეტი ყურადღება გამოიჩინა პაციენტის მიმართ. კლინიკამ ჩვილის ოჯახს არც ქირურგიული ჩარევის თანხა გადაახდევინა.

ბავშვის დედა ქრისტინა დიხამინჯია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავს პრობლემებს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პერიოდშიც წააწყდა. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მუშაობდეს კლინიკაში ისეთი პერსონალი, ვისაც ბავშვის ტირილიც კი აღიზიანებს.

„იმის შემდეგ რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია და თქვენმა სააგენტომაც დაწერა, უფრო ხშირად შემოდიოდნენ ექიმები, ხან გადასხმას, ხან ინგალაციას უკეთებდნენ ბავშვს, მეკითხებოდნენ სიცხე ხომ არ აქვსო. ამასთან, ქირურგიული ჩარევის თანხა აღარ გადაგვახდევინეს, არადა დაანგარიშებული იყო და 530 ლარი გამოდიოდა. მხოლოდ 110 ლარი გადავიხადეთ, ინფექციური ვირუსის. პიარ-მენეჯერიც ჩამოსული იყო, მკითხა მართლა უყურადღებობა იყო თუ არა სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

უყურადღებობა იყო აბა რა, დილით ვუთხარი გამოეცვალათ კათეტერი და იმის გამო, რომ ექიმებს შეეზარათ, არ გამოუცვალეს. მეორე დღეს კი ბავშვს ხელი დაჩირქებული ჰქონდა. ბავშვს, რომელსაც წამალი არ სჭირდებოდა, გადასხმისა და სიცხის კონტროლის ქვეშ შეეძლო ვირუსის გადალახვა, ორ ადგილას გაუკვეთეს ხელი, იმდენი ტირილი და ტანჯვა ნახა, არც ერთი ვენა მთელი აღარ დაუტოვეს. ექვსი თვის გახდა საავადმყოფოში. დღემდე ანტიბიოტიკებს ვასმევ. 100 ლარის მარტო წამლების ყიდვა მოგვიწია, თანხაზე საუბარი არ არის, მაგრამ ბავშვი ხომ დაიტანჯა.

რატომ მივედი იმ კლინიკაში ისიც არ ვიცი, ორსულობის დროსაც დამტანჯეს. ასე 18 კვირის ვიქნებოდი, მქონდა საშარდე გზების ინფექციური ანთება, სასწრაფომ ტკივილებით გადამიყვანა წყალტუბოს გადასახვევთან არსებულ კლინიკაში, 2 ღამე დამიტოვეს და 400 ლარი გადამახდევინეს. არადა 3 გადასხმა და 2 ანტიბიოტიკი გამიკეთეს. კიდევ კარგი ჩემი ნათესავი მოვიდა და მან უთხრა: ამდენს ახდევინებთ და ეხო მაინც გადაუღეთო. გადამიღეს, ყველაფერი რიგზე გაქვსო და გამომიშვეს. იმ დღესვე წავედი ჩემს ეხოსკოპისტთან, ყელი დამოკლებული მქონდა, ტონუსი მომატებული, წყალი ამღვრეული და ა.შ. ამასთან ანალიზებიც გამიკეთეს იმ დღეს, როცა კლინიკაში ვიწექი და ორსული სართულებზე მარბენინეს, ჩემი ანალიზები მე უნდა მომეძებნა. შარდისა და სისხლის ანალიზი კი ვერ მონახეს და როგორი მქონდა ისიც არ ვიცი, სხვაგან გავიკეთე მერე. და ამის მერე უკვირთ, რატომ მოჰყვა ამხელა გამოხმაურება ამ ამბავს. კი, არიან კარგი ექიმებიც ამ კლინიკაში, მაგრამ უმეტესობა ძალიან გულგრილი და უყურადღებოა. როგორ შეიძლება მედპერსონალი ბავშვის ტირილზე ღიზიანდებოდეს, როცა პედიატრიულის მორიგეა. თუ რაღაც გაღიზიანებს, მაშინ რატომ აირჩიე ეს პროფესია? იმედია სხვის მიმართ მაინც გამოიჩენენ მეტ ყურადღებას,“- ამბობს ქრისტინა დიხამინჯია Topnews.com.ge-თან საუბარში.

აღნიშნულ საკითხზე იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურში განაცხადეს, რომ პაციენტი უყურადღებოდ არ დარჩებოდა და შესაბამის რეაგირებას მოახდენდნენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 383-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშობელი ცენტრის კონკრეტული ექიმის, ირმა გიორგაძის სახელს და გვარს ასახელებს და ამბობს, რომ ექიმებს მეტი გულისხმიერება და
ხმაური იყო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
29 წლის სერგო კურტანიძე ხონის ფსიქიატრიული მედიცინის ცენტრს უჩივის. მან დაწესებულებაში ორწელიწად-ნახევარი გაატარა.

ამინდი