Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფლებში ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

თარიღი : 8-11-2019, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში სოფელ გეზრულის, თვალუეთის, ცხრუკვეთისა და სვერის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ძირითადად ამბულატორიის, შიდა საუბნო გზების, საშეშე მერქნის მოპოვებისა და სასმელი წყლით მომარაგების საკითხები გამოარჩიეს.

საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სოფლის განვითარების გეგმები გააცნეს. ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები ჭიათურის 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.


ნანახია: 103-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი