Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ეტაპზეა წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში დევნილებისათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა

თარიღი : 8-11-2019, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მიაწოდეს.

"ამ ეტაპზე წინა სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ჭების, გამყვანი კოლექტორის და წყალარინების ქსელის მოწყობა.
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი. შესახლების შემდეგ, 1700-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სამშენებლო სამუშაოებს 128,549.38 ლარი მოხმარდება, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

ამ ეტაპზე, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ახორციელებს: ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულსა და გუდაურში, პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 170 000 –ზე მეტი ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, სტეფანწმინდაში, ხაშურში, დაბა ფასანაურში, სოფელ მუხრანში, კურორტ აბასთუმანსა და ბახმაროში,"-ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ამინდი