Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თბილისში, გეი დრამის ჩვენების ჩაშლის მსურველებს ქუთაისიდანაც უერთდებიან

თარიღი : 8-11-2019, 11:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, საქართველოს კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენება გაიმართება. ეს არის პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები სეანსის ჩაშლას აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას წარმოადგენს და შეურაცხმყოფელია ქართული კულტურისთვის.  ისინი დღეს, 16:00 საათზე თბილისში, ვერის ბაღში შეიკრიბებიან და ჯგუფებად კინოთეატრებისკენ დაიძრებიან. საპროტესტო აქციას უერთდებიან ქუთაისიდანაც.

„თანამოაზრეები მივდივართ დღეს ქუთაისიდან თბილისში და ვუერთდებით იქ გამართულ აქციას. მე კონსერვატული მიმართულებით ვფიქრობ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ  ქუთაისში „გეებს“ არავინ  დასდევს, თუმცა გული იმაზე მწყდება, რომ ვინც ეს ფილმი გადაიღო, ჯანსაღად აზროვნებს, ისინი ხელოვანები არიან, რეჟისორები ქართულ ცეკვასაც იყენებენ, იქ ქვევრი ჩანს კიდევ და ა.შ. ის კი არ მაბრკოლებს რა კადრებია ფილმში, მაგაზე მეტი უარესები არ უნახია განა ხალხს? მაგრამ, ეს ჯანსაღი ხალხი უმცირესობას პროგანდას რომ უწევს ამაშია უბედურება, გვახვევენ მათ პრობლემებს, თითქოს იჩაგრებიან ისინი და ა.შ. ამ ფილმში, რომ ეს „ჰომოსექსუალიზმი“ წარმოდგენილი იყოს უარყოფითი კუთხით, მაშინ მივესალმებოდი. ანუ რას  ვგულისხმობ, ვინმე რომ  გადაიღებდეს ისეთ ფილმს, სადაც იქნება ნაჩვენები რატომაა ცუდი ჰომოსექსუალური მოდგომა, რომ სამყარო ქალსა და მამაკაცზეა გაჩენილი, მაშინ კარგი იქნებოდა. მეცნიერული დასკვნები თუ არსებობს, რომ ეს გენდერული ნორმაა, ასევე არსებობს უამრავი დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ გეებად არ იბადებიან, ეს გადახრა და პათოლოგიაა. ამ ფილმში კიდევ მთელი სცენებია ქვევრთან გადაღებული, აქ რომელიმე მსხვერპლად კი არ გამოიყვანეს, ვაიმე ეს რა მიქნეს, ცუდია ხალხოო, პირიქით, ისე აქვთ ჩაფიქრებული, რომ ვითომ კარგია ეს ყველაფერი. ეს არის გამიზნური ბრძოლა ჩვენი ტრადიციებისკენ მიმართული, რომელსაც ზოგიერთი პარტია იყენებს თავის სასარგებლოდ.

რაც  შეეხება დღევანდელ აქციას, როცა იმართებოდა გეი-აღლუმი და ჩაიშალა, ისეთი არაფერი მომხდარა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქცია, არ ვარ მე პირადად ძალადობის მომხრე, არც ის ხალხია ძალადობის მომხრე, ვინც თბილისში აქციას შეუერთდება. ეს ხალხი თავს გრძნობს დაჩაგრულად, რომ უმცირესობა თავიანთ მოსაზრებებს, პრობლემებს  ახვევენ თავზე,"- ამბობს ქუთაისელი ოთარ ხმელიძე.

ცნობისთვის, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ „ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

„And Then We Danced“ რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.
 


ნანახია: 555-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცისკარა ფაჩულიას ფილმი ქართველებისთვის სახელმწიფოებრიობის, ძალაუფლების უძველეს სიმბოლოზე-'კოლხურ დიადემაზე' და მის ბედზე
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ფილმი სოფელში მცხოვრებ გოგონა თუთას ცხოვრებას ასახავს.
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის- 'სხვისი
ახალ ქართულ ფილმში ქუთაისის თეატრის მსახიობები ითამაშებენ.

ამინდი