Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

თარიღი : 8-11-2019, 01:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან მარსელის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო.

ქუთაისის აეროპორტში მარსელი-ქუთაისის პირველ მგზავრებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. 9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება.

Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. Ryanair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე დაბალბიუჯეტიანი კომპანია იქნება.


ნანახია: 139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს.

ამინდი