Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'ბავშვის უფლებათა კოდექსის' განხილვა გაიმართა

თარიღი : 7-11-2019, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ განიხილეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, რეგიონებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

რეგიონული ტურის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას იმ პროგრამებს აცნობს, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდება და რეგიონში განხორციელდება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-9 მოწვევის პარლამენტმა, საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. „ბავშვის უფლებათა კოდექსში “ 10 მთავარი პროგრამაა მუნიციპალიტეტებისთვის. ახალი კოდექსი ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერას, მშობლების კონსულტაციას, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ აქტივობაში ჩართვას და სხვა პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. შეხვედრა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა. სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, პარლამენტარები გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი დაესწრნენ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1-ელ ივნისს შევა. მანამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა. არაერთი პროგრამა უნდა დანერგონ და განახორციელონ. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დანერგვა-აღსრულებას ზედამხედველობას მუდმივ მოქმედი საპარლამენტო საბჭო გაუწევს.


ნანახია: 125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კენედ განი ქუთაისის მერიაში ქალაქის ხელმძღვანელობას
ხალგაზრდობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმთელობის მდგომარეობა მძიმეა

ამინდი