Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'16-17 წლის იყო, ნახშირით რომ დაუხატავს ბეღლის კედელზე პატარა გოგონა,'- ქუთაისის კოლორიტი მხატვარის, გურამ გაგოშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა

თარიღი : 7-11-2019, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ცნობილი მხატვრის გურამ გაგოშიძის საგამოფენო სივრცე მდებარეობს. აქ მისი 27-მდე ნამუშევარია დაცული. აღნიშნული შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გაგოშიძეების ოჯახს 2017 წელს გადაეცა. მანამდე კი ქუთაისის კოლორიტი მხატვრის ნამუშევრები საცავისა და დარბაზის გარეშე სხვადასხვა ადგილას ინახებოდა.

დღეს, გურამ გაგოშიძის ნამუშევრების სანახავად, ოჯახს სხვადასხვა თაობის ადამიანები ხშირად სტუმრობენ. მათი ერთ-ერთი მასპინძელი მხატვრის მეუღლე და ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობი ანა ასათიანია.

„გურამ გაგოშიძე დაიბადა ქუთაისში, წარმოშობით რაჭველი იყო. ძალიან უყვარდა თავისი კუთხე და მთელს ზაფხულს რაჭაში ატარებდა. იქ ჰყოლია პირველი შეყვარებულიც. მაშინ სულ პატარა იყო, სადღაც 16-17 წლის. სწორედ ამ პერიოდში სოფელში, ბეღლის კედელზე, გურამს ნახშირით დაუხატავს პატარა გოგონა. სხვათაშორის დღემდეა შემორჩენილი ეს გამოსახულება იქ. აქედან დაიწყო მხატვრობა. ხოლო მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი, რომელიც ჩვენთან ინახება არის მრავალწლოვანი ცაცხვის ხე, რომელიც სადღაც 300-400 წლისაა და მისი მამის სოფელში დღესაც დგას. გურამს ძირითადად რაჭის პეიზაჟები ჰქონდა, რადგან რაჭა საოცრად უყვარდა. იქაური ადამიანები, მცენარეები, ცხოველები, ტყეები, გზაც კი, ყველა და ყველაფერი უყვარდა. შესაბამისად, უამრავი ნამუშევარი აქვს რაჭაზე. ძირითადად საღებავებზე მუშაობდა. ჩვენი დიდი მწერლების პორტრეტებიც აქვს შექმნილი, ვაჟა ფშაველა იქნება ეს, შოთა რუსთაველი, თუ გალაკტიონი.

ეს გალერეა ჩვენთან უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. აქ სადღაც 27-მდე ნახატი იქნება, საკმაოდ დიდი ზომის ნახატებია. ეს ჩვენი საკუთრებაა, დანარჩენი კი ქუთაისისა და თბილისის გალერეებშია დაცული. მოსკოვშიც ინახება რამდენიმე ნახატი. ზოგი ნამუშევარი კერძო კოლექციებშიცაა, ვცდილობთ მოვიძიოთ. რადგან ასეთი სივრცე გვაქვს, მინდა რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ერთად მოვუყარო თავი ნამუშევრებს. რამდენიმე ნამუშევარი სხვათაშორის დავიბრუნე, ვიყიდე, ჩემი მწირი შესაძლებლობებით,“ – აცხადებს ანა ასათიანი.

გურამ გაგოშიძის არტ-გალერეას დღეს ქუთაისის მე-40 სკოლის მოსწავლეებიც სტუმრობდნენ. ანა ასათიანმა მათ გამოჩენილი მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბო და ნამუშევრები დეტალურად დაათვალიერებინა.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ქალაქის ახალგაზრდობა ინტერესდება, მოდის რომ დაათვალიეროს ეს არტ-გალერეა. გაიგონ რაღაც ახალი, შეცვალონ ყოველდღიურობა. როგორ არ უნდა ვიყო კმაყოფილი? მოდიან დამთვალიერებლები. ვუტარებ მცირე ექსკურსიას, თან რაღაც გაკვეთილებივით ეწყობა. არის გულთბილი შეხვედრები. ბავშვებიც ყოველგვარი კომპლექსების გარეშე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ხოლმე,“- აცხადებს ანა ასათიანი.

გურამ გაგოშიძე მონუმენტურ და დაზგურ ფერწერაში მუშაობდა, ქმნიდა თეატრალურ დეკორაციებსაც. აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, სისტემატიურად მონაწილეობდა სამოქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო გამოფენებში და ყველგან მაღალ შეფასებას იღებდა. მისი ნამუშევრები ამშვენებენ ჩვენი ქვეყნის საგამოფენო დარბაზებს, გალერეებსა და მუზეუმებს.  გურამ გაგოშიძის მიერ მოხატული ქუთაისის ოპერის თეატრის ფარდაც ახსოვთ ხელოვანებს, განსხვავებული ხედვით შესრულებული პორტრეტები და პეიზაჟებიც. მისი პერსონალური გამოფენა სრულიად საკმარისია მისი შინაგანი სამყაროს საჩვენებლად.

ქუთაისის კოლორიტი მხატვარი გურამ გაგოშიძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე იმერეთში მოღვაწე ყველა თაობის 42 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
მნახველს შეეძლო დაეთვალიერებინა 62 მხატვრის 134 ნამუშევარი ფერწერაში, ქანდაკებაში, გრაფიკასა და გამოყენებით ხელოვნებაში.
40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა.
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი