Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ადრე ბინები ძალიან იაფი იყო. 1500 დოლარად ყიდულობდი სამოთახიან ბინას ნიკეაზე, დღეს მყიდველი გამქრალია,’- რა ხდება ქუთაისში უძრავი ქონების ბაზარზე

თარიღი : 7-11-2019, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ყველასთვის ცნობილი და შესამჩნევია ძელსკამებზე ჩამწკრივებული „მაკლერებს“, რომლებიც ყველა სეზონზე, ნებისმიერ ამინდში, წვიმა იქნება თუ გაუსაძლისი სიცხე, სხედან და კლიენტებს ბინების ყიდვასა და დაქირავება-დაგირავებაში ეხმარებიან.

რა მდგომარეობაა ქუთაისში უძრავი ქონების ბაზარზე, იმოქმედა თუ არა დოლარის კურსის ცვლილებამ ბინების ფასებზე და რომელი უბანი მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად ქუთაისში – იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge შეეცადა უძრავი ქონების ბაზრის ბოლოდროინდელ ტენდენციებში გარკვეულიყო.

ქუთაისელი „მაკლერები“ ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე დღეს, ბინის ფასები შედარებით დაკლებულია, თუმცა მყიდველი მაინც არ არის. მათივე თქმით, მოქალაქეები ბოლო დროს, განსაკუთრებით ქირას ითხოვენ, ისიც შედარებით დაბალ ფასებში და ცენტრთან ახლოს.

„ხალხს არ აქვს ფული, შესაბამისად არ გვყავს მყიდველები. მართალია, ლარის გაუფასურებასთან ერთად ბინის ფასებმა საგრძნობლად მოიკლო, მაგრამ მაინც უჭირთ ხალხს ბინის შეძენა. ადრე მყიდველი არ აკლდა ქალაქს, ახლა კი თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ყიდულობს ბინებს.

ქალაქში ახლა ძირითადად ქირა მუშაობს. გირა სამწუხაროდ არაა, უჭირს ხალხს გადახდა. ქირებს ძირითადად პრესტიჟულ უბნებში ითხოვენ, სადაც წრიული ხშირად მოძრაობს. ცენტრი, ნიკეა, ჭავჭავაძე და გორის ქუჩა- უფრო ეს ადგილებია მოთხოვნადი. ავტოქარხანაშიც მიდიან, მუდმივი წყალმომარაგების გამო. გვეუბნებიან 200, 300 ლარის ფარგლებში გვინახეთ ბინებიო. 150 ლარშიც ბევრი მსურველი გვყავს, რიგი გვიდგას , მაგრამ ამ ფასში კომფორტული ბინების შოვნა ჭირს. ბევრი ბინა გაუქირავებელი და მოუწესრიგებელია, ზოგში საშინელი ანტისანიტარიაა.

როცა ბინის ყიდვას ეხება საქმე, ნაღდი ფულითაც იხდიან (თუ ცოტა შეძლებულია), ხშირად კი სესხებს იღებენ ამისთვის. ძირითადად საერთო ბინებზეა მოთხოვნა, იშვიათად რომ კერძო სახლზე იყოს. საკუთარი სახლი ალბათ უფრო ბევრ შრომას მოითხოვს, მეტი პატრონობა უნდა, მაგრამ ვინც გვყავს კლიენტები, მზად არიან ეზოში იტრიალონ და აკეთონ საქმე, მოუარონ,“- ამბობს გოგი კიკვაძე.

ქირის შემდეგ უფრო მოთხოვნადი ბინების დაგირავებაა. მისი ფასი 10-დან 25 000 დოლარამდე მერყეობს. ბინის ყიდვაზე მოთხოვნა კი, მაკლერების თქმით, დღითიდღე კლებულობს, რადგან მოქალაქეები გადახდას არა თუ ნაღდი ფულით, სესხითაც ვერ ახერხებენ.

„აქცენტი ძირითადად გადადის ქირასა და გირაზე. სერიოზულ თანხებზე კი რისკზე ვერ მიდიან. ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტერიტორიას ითხოვენ. უნდათ მაგისტრალურ ადგილებში, ცენტრთან რაც შეიძლება ახლოს და კოსპუსებში, დაბალ სართულებზე.

ქირაში 100 ლარი დღეს ფაქტობრივად აღარ ფიგურირებს, ჩაბარდა წარსულს დიდი ხანია. შეიძლება იშოვო, მაგრამ ძალიან შორს, მოუწესრიგებელი და საცხოვრებლად უვარგისი რომა არის ისეთი, ამიტომ არ ღირს. 200-300 ლარის ფარგლებში კი იშოვი ნორმალურს. რაც შეეხება გირას, ფასი 10-დან 20, 25 000 დოლარამდე მერყეობს.

მყიდველი ფაქტობრივად არ გვყავს, ამიტომ ბინებზე ფასები დაკლებულია, სერიოზულად შემცირებულია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს „ბირჟა“ საერთოდ ჩემიდან დაიწყო, ძალიან დიდი ხანია ამ საქმეში ვარ. სხვადასხვა პერიოდში ბინის ფასებზე ცვალებადობა იყო. მახსოვს, ადრე ბინები ძალიან იაფი იყო. 1500 დოლარად ყიდულობდი სამოთახიან ბინას ნიკეაზე. ამიტომ ვისაც ჭკუა და ფული ჰქონდა იმ დროს, უნდა ეყიდა, დღეს გადაიდებდა ფეხზე ფეხს და იქნებოდა კარგად. შემდეგ გავიდა რამდენიმე წელი და ბინებმა საგრძნობლად მოიმატა და თქვენ წარმოიდგინეთ მყიდველმაც მოიმატა. ალბათ ფიქრობდნენ ხვალ და ზეგ უფრო ძვირი იქნებაო, ამიტომ მოსწრებაზე იყვნენ. ახლა კიდევ საერთოდ გაქრა კლიენტი. არსად არ მინახავს ასეთი გართულება ბინის ყიდვაზე. მყიდველისუნარიანობა როგორც არასდროს, ძალიან დაბალია,“- ამბობს ავთო ბერაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის
რძის და ხორცის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ხილ-ბოსტნეული-ეს იმ სასიცოცხლო პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც

ამინდი