Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იდეების კონკურსი რატომ უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ ქუთაისის შემოსასვლელში დაზიანებული აბრა შეიცვალოს"

თარიღი : 7-11-2019, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ-ერთ იდეაში ინოვაციურობასა და კრეატიულობას ვერ ხედავს. საუბარია ქალაქის შემოსასვლელში ქუთაისის აბრის განახლებაზე. საღინაძისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა ქუთაისის მერიამ კრეატიულ იდეად დაზიანებული აბრის გამოცვლა. მისი თქმით, ის რომ გაფუჭებული აბრა შესაცვლელია, ქალაქში არსებული რიგითი პრობლემაა და მის შეკეთებას კონკურსები არ უნდა სჭირდებოდეს.

„მისასალმებელია ყველა ის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შანსს, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმარებაში და ა.შ. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტით ილუსტრირდა ქუთაისის მერია იმაში, რომ ერთ-ერთი იდეა, რაც მოქალაქემ შეიტანა, არის ქუთაისის შესასვლელთან დაზიანებული აბრის შეცვლა. ანუ, ინოვაციურობისა და კრეატიულობის კონტექსტების გათვალისწინებით შევიდა ეს იდეა, რომ აი შევცვალოთ აბრა. ამაში ძალიან ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ (განა მე იდეა არ მომწონს), უბრალოდ ამას იდეების კონკურსი რატომ უნდა სჭირდებოდეს არ მესმის. კონკურსის გამოცხადება რად უნდა იმას, რომ დაზიანებული აბრა, რომელიც მერიისა და ზოგადად ქუთაისის საკუთრებაა, უნდა განახლდეს და შეიცვალოს. ეს მეტყველებს მერიაში დასაქმებული იმ პირების არაკომპეტენტურობაზე, ვისაც ქალაქში მსგავსი ტიპის საკითხების მოგვარება ეხება.

მსგავსი ტიპის იდეის კონკურსები ტარდება იმისთვის, რომ გამოიკვეთოს სპეციფიკური საჭიროებები, ინოვაციური იდეები, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ყოველი კვირის ბოლოს სანაგვე ყუთები ნარჩენებისგან უნდა გაათავისუფლონ თუ ტრანსპორტში დაზიანებული სკამი უნდა შეაკეთონ, ამას იდეა რაში სჭირდება? უბრალოდ გაკვირვებას გამოვთქვამ და გულისწყეტასაც, რომ ქუთაისის მერიაში არ არიან კომპეტენტური პირები. თავად ვერ ხვდებიან, ასეთ მარტივ რაღაცებს საფინალო იდეა რომ არ სჭირდება? ძალიან დიდი მადლობა ავტორს, მაგრამ ნამდვილად გული მწყდება, რომ ამას დასჭირდა ვინმეს საავტორო პროექტის წარდგენა ქუთაისის მერიაში,“- აცხადებს აკაკი საღინაძე.

ცნობისთვის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ სხდომაზე ის 10 სამოქალაქო ინიციატივა დაამტკიცა, რომელიც მოქალაქეებმა volis.kutaisi.gov.ge -ზე შემოიტანეს. აღნიშნული ინიციატივები მათ სამი კრიტერიუმის- მდგრადობის, აქტუალობისა და კრეატიულობის მიხედვით გამოავლინეს. 

ხმის მიცემა ხვალ, 8 ნოემბერს სრულდება. საჯარო ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალქულიანი პროექტის დაფინანსება კი ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 შერჩეული ინიციატივიდან, ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში
ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ
წყალტუბოს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აბრა განგებ დააზიანეს.

ამინდი