Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თვითმკვლელობით იმუქრება,'- ქუთაისის მეორე ციხეში მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თარიღი : 7-11-2019, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულბაში პატიმარი უკვე ერთ თვეზე მეტია შიმშილობს.

46 წლის კ. ო. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პატიმარი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ თვლის და პროტესტის ნიშნად უკვე 34-ე დღეა შიმშილობს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 34-ე დღეა შიმშილობს. აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ არ დადგინდება სიმართლე მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, უვარდება წნევები და როგორც აცხადებს, თვითმკველობით დაასრულებს სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტანციას მივმართეთ, მათ შორის სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სხვადასხვა უწყებებს, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“-აცხადებს კობა ომანაძის უფლებადამცველი ილია ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ პატიმარს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ამინდი