Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საავტომობილო გზების მოწესრიგება, სასმელი წყლით მომარაგება და გაზიფიცირება-ჭიათურის ოთხი სოფლის მოსახლეობის საჭიროება

თარიღი : 7-11-2019, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, პარლამენტარი დიმიტრი მხეიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები სოფელ მღვიმევში, ხალიფაურში, წირქვალსა და თაბაგრებში გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ქვეყნის განვითარების სამთავრობო გეგმა გააცნეს და იმ პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობამ ძირითადად საავტომობილო გზების მოწესრიგების, სასმელი წყლით მომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხებზე ისაუბრა.

მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი