Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თავს არ ვცნობთ დაზარალებულად და საერთოდ რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი არ მესმის,'-რას ამბობს დაზარალებულის მშობელი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჩხუბთან დაკავშირებით

თარიღი : 7-11-2019, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასელი კიბიდან დააგორეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სკოლის დირექტორი უარყოფს.

მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ პარალელურკლასელი გოგონები კიბეზე ერთმანეთს შემთხვევით შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი წაიქცა.

„დასვენებაზე ბავშვები როცა გამოვიდნენ საკლასო ოთახებიდან, მოხდა მეხუთე კლასელების შეტაკება, ისინი პარალელურ კლასში სწავლობენ. ამ შეჯახების შედეგად ერთი გოგონა დაეცა და ფეხი დაარტყა. ექიმმა პრევენციის მიზნით გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა. გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა. იმ დღესვე გაუშვეს ბავშვი სახლში. დღეს მშობლებიც გვყავდა დაბარებული. შევხვდით, ვისაუბრეთ, მათაც აღნიშნეს, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ვიდეო თვალიც გვაქვს დაყენებული სკოლაში, უბრალოდ, იმდენი ბავშვი ირევა, რომ ფაქტი არ ჩანს,”-აცხადებს სკოლის დირექტორი.

იმაში, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, გვარწმუნებს დაზარალებულის მშობელიც. მისთვის გაუგებარია რატომ გავრცელდა ინფორმაცია ასეთი დამახინჯებული სახით.

„არ მომხდარა არაფერი და შესაბამისად, აჟიოტაჟი და გამოხმაურება ჩემი მხრიდან იქნება ზედმეტი. ბავშვი მიდიოდა საპირფარეშოში, კიბეებზე ჩამოდიოდა, ცუდად დაადგა ფეხი საფეხურებზე და დაეცა.  ან საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია არ ვიცი. თავს არ ვცნობთ დაზარალებულად და საერთოდ რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი არ მესმის,“- აცხადებს დაზარალებულის მშობელი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ორი დღის წინ მოხდა.
 


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.
როგორც სკოლის დირექტორი უშანგი ფხაკაძე აცხადებს, ნაცემი გოგონა სკოლიდან ბავშვთა სააავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
მოსწავლეების პროტესტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ტესტები, რომლებიც მათ დღეს დაურიგდათ, იმ ტესტების ანალოგი იყო, რომელიც გუშინ,
შემთხვევა ქალაქის N30 საჯარო სკოლაში მოხდა.

ამინდი