Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეს ქუთაისს ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი ეწვევა

თარიღი : 6-11-2019, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
დღეს ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვევა. ცნობილი საოპერო ტენორი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:30 საათზე ჩამოფრინდება. სტუმარს აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდება.

საერთაშორისო კლასის მომღერალს ანტონელო პალომბის ნამღერი აქვს ევროპის, ამერიკის და სხვადასხვა ქვეყნების თეატრებში, გამოირჩევა ძლიერი ხმით, არტისტიზმით.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ასაკში ანტონელო პალომბო კარაბინიერი იყო, გადარჩენილი ჰყავს რამდენიმე ბავშვი, რის გამოც დაჯილდოვებულიც არის.

ანტონელო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, რომლებიც ქუთაისში ხვალ ჩამოვლენ.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.


ნანახია: 117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

ამინდი