Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გზა იგება და ძალიან მოხარულები ვართ, მაგრამ მარტო გზა არ გვიშველის, თუ ტრანსპორტი არ გვექნა,'-ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ტრანსპორტის დამატებას ითხოვენ

თარიღი : 6-11-2019, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 
ქუთაისში, სულხან საბას გამზირის მაცხოვრებლები ავტობუსის დამატებას ითხოვენ. მათი თქმით, მართალია დასახლებაში მარშუტები მოძრაობენ, მაგრამ  სამარშუტო ხაზი დიდია, ამიტომ მოქალაქეებს თითქმის მთელი ქალაქის მოვლა უწევთ სახლამდე რომ მივიდნენ.

„სულხან საბას გამზირი ამხელა დასახლებაა და ერთი ავტობუსი არ მოძრაობს. დადიან მხოლოდ პატარა მარშუტები, თან ისეთები, ნორმალურად რომ ვერ იმგზავრებ. ვიწრო დასაჯდომები აქვთ და ძალიან მოუხერხებელია. ამასთან, სულ გადაჭედილია. ფაქტობრივად 2 მარშუტი მოძრაობს ცენტრალური გზიდან,  23 ნომერი და 23 -ა. ორივეს თითქმის ერთნაირი მიმართულება აქვს. გამოდიან სულხან საბადან, მიდიან ე.წ პიონერთა პარკთან და ბალახვანში, სასტუმრო „ძველი თბილისიდან“  ერთი წითელი ხიდისკენ მიდის, მეორე - უნივერსიტეტთან, ყოფილ კინო საქართველოსთან. ამასთან 48 ნომერი ბინებში შემოდის, მაგრამ გადადის სამტრედიის ხიდზე, მიდის ჭავჭავაძეზე და ასათიანით ადის წითელ ხიდთან. ანუ აქეთ, ნახევარ მხარეზე ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მოძრაობს.  

როცა გინდა გახვიდე რუსთაველზე, ყოფილ ზასტავას ვგულისხმობ, არანაირი ტრანსპორტი აქედან პირდაპირ არ მიდის. უნდა გავყვეთ 23-ს, ჩამოვიდეთ ჭავჭავაძეზე და გადავჯდეთ სხვა ტრანსპორტში.  ბავშვებიც სკოლაში ფიზიკა-მათემატიკურში დადიან და ფაქტობრივად ორი მარშუტის გამოცვლა უწევთ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მარტო ვერ ვუშვებთ და ხომ უნდა წაყვეს მშობელიც? ადრე, 2 წლის უკან, დადიოდა 10  ნომერი ავტობუსი, მაგრამ ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ცუდი ხაზი ჰქონდა. ეს 23 და 23-ა რომ გავიდოდა, ერთ წამში ავტობუსი უნდა გამოსულიყო, რომელიც მგზავრს ვეღარ იყვანდა,“-აცხადებს თეა სიორდია.

მოქალაქეები Topnews.com.ge-თან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ ავანგარდში, ქუჩის რეაბილიტაციას მიესალმებიან, თუმცა დამატებითი ტრანსპორტი თუ არ დაინიშნა, მხოლოდ გზა ვერ უშველით.

„უნდა დაინიშნოს ტრანსპორტი, რომელიც წავა სულხან საბადან სამტრედიის ხიდისკენ, შემდეგ ბალახვანში, მოუხვევს მე-12 სკოლასთან და დაბრუნდბა უკან. არ უნდა ყოველ უბანში გაჩერება, იქნებ სულ არ მაქვს საქმე  ჭავჭავაძეზე. ერთი საათი უნდება ჭავჭავაძის მოვლას. დროულად ხომ უნდა მივიდეთ სახლში? გზა იგება და ძალიან მოხარულები ვართ, მაგრამ მარტო გზა არ გვიშველის, თუ ტრანსპორტი არ გვექნა. კარგი იქნება ერთ ავტობუსს თუ დაამატებენ, არ ვითხოვთ ორს და სამს. თუ გაითვალიწინებს ჩვენს თხოვნას მერია, მოხარულები ვიქნებით, ახლა რაღაც გარიყულებივით ვართ“- აცხადებს მოსახლეობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლის შემდეგ, ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადაჭრიან.
 


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 25 ავტობუსი 08:00-დან 22:00 საათამდე მოქალაქეების სასაფლაომდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
უფასო ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში კვირას და ორშაბათს შეეძლებათ. უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა
მოქალაქეები აცხადებენ, რომ გზები გაუწმენდავია, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერზებით ან საერთოდ ვერ გადაადგილება.

ამინდი