Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მდინარე რიონის სანაპიროზე ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცის მოწყობა-რას სთავაზობს მოქალაქე ქუთაისის მერიას

თარიღი : 6-11-2019, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცის მოწყობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეულ 10 ინიციატივას შორის  მოხვდა. იდეის ავტორი ქუთაისელი ირაკლი გოგლიჩიძეა. იგი მიიჩნევს, რომ რიონის სანაპიროს ლოკაციები ფაქტობრივად აუთვისებელია და სხვადასხვა კულტურულ-ეკონომიკური აქტივობებით უნდა დაიტვირთოს. მისივე თქმით, პროექტი შეიძლება ტურისტული ინფრასტრუქტურის ჭრილშიც განვიხილოთ, რომელიც ინვესტორებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების ბიძგს მისცემს.

„როგორც ვიცით, მდინარე რიონს ქალაქის გაშენების ისტორიული დანიშნულება და ფუნქცია ჰქონდა. ქუთაისი სწორედ ამ მდინარის პირზეა გაშენებული. მემგონი უკვე  დადგა დრო, ქალაქმა იზრუნოს მდინარის განვითარებაზე. უნდა შეიქმნას კომპლექსური მიდგომა- ქალაქი მდინარისათვის, მდინარე-ქალაქისათვის. ეს იქნება ბუნებასთან ადაპტირებული ლითონის კონსტრუქცია, ოვალური სახის. ევროპაში არის ამის ანალოგები, სხვადასხვა ფუნქციითა და სხვადასხვა იერსახით დატვირთული. ჩვენთანაც, მდინარე გვაძლევს ამის საშუალებას. არქიტექტორები და ურბანისტები უფრო გვეტყვიან, სად შეიძლება ამის განთავსება და რა ფართობზე. ჩემი ხედვით კი, თეთრი ხიდის ტერიტორებზეც შეიძლება, ბალახვნის მიმართულებითაც, ან, ჭავჭავაძის ხიდის გასწვრივ. ბევრი ადგილი ფაქტობრივად აუთვისებელი გვაქვს. აქ რომ საზოგადოება დაიწყებს თავშეყრას, ბიზნესმენებსაც გაუჩნდებათ იდეები, რომ რაიმე საინვესტიციო პროექტები მოიფიქრონ. ანუ, ქალაქის განაშენიანებისა და განვითარების ჭრილში ამ მხრივ დიდი პერსპექტივები გვექნება,“-აცხადებს ირაკლი გოგლიჩიძე.

ირაკლი ამბობს, რომ მდინარეს ყველაფერთან ერთად ფსიქო-გამაჯანსაღებელი გარემოს პოტენციალიც აქვს. ამდენად, რეკრეაციული პავილიონი განკუთვნილი იქნება სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და დასვენების მიზნით, საღამოებისათვის, მხატვრობის, მუსიკის, პოეზიის და წიგნის მოყვარულთათვის, ვიზიტორთათვის და ყველასათვის, ვისაც  მდინარის პირთან განტვირთვა სურს. 

„დღეს, ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ადამიანებს ყოფითი ცხოვრებისგან და სხვადასხვა პრობლემებისგან  გადაღლილებს განტვირთვა სჭირდებათ. მდინარე კი რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ კუთხითაც კარგი იქნება. ასევე, ჩვენს ქალაქში უამრავი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. გვყავს მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები და ა.შ, მათ რეალიზების საშუალება გაუჩნდებათ. შეიძლება გაიმართოს სტუდენტებისთვის დისკუსიები, განიხილონ სხვადასხვა პროექტები, ან ოჯახური შეხვედრები მოეწყოს. ჩვენი ქუთაისი სიყვარულის და  იუმორის ქალაქია, იუმორისტების შეხვედრებიც შეიძლება შედგეს, ასევე შეყვარებულების და. ა.შ. ჩემს ახალგაზრდობაში ქუთაისში შეხვედრების ადგილი იყო მოედანზე, საათთან, შეყვარებულობის პერიოდშიც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ საათთან, შეიძლება ეს ლოკაციაც შეხვედრების ადგილად გადაიქცეს. ანუ ყველა შეძლებს თავისი თავის პოვნას და ფუნქციის განხორციელებას ამ კონკრეტულ ლოკაციაზე.

აქვე იქნება მოსახლეობისთვის შეთავაზებული სხვადასხვა სერვისები. მზის ელემენტებზე შეგვეძლება მობილურის თუ ნოუთბუქის დამუხტვა. დეკორატიული მცენარებით მოწყობილი იქნება გამწვანებაც და კიდევ უფრო მეტი სილამაზე შეემატება ჩვენს ქუთაისს.
მრჩეველთა საბჭომ ძალიან დიდი შრომა გასწია, რომ თავისი შინაარსით, ინოვაციურობით, ინკლუზიორობით განეხილა პროექტები და ასე მოხდა დაჯგუფება. სხვა იდეებს რომ გადავხედე ყველა კარგი და ყველა საჭიროა ჩვენს ქალაქში, მაგრამ ზოგი ყოფითი პრობლემებია. მიმდინარე პრობლემებს კი ისედაც ვხედავთ და ისედაც ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტი. ძალიან კარგი იქნება, გარკვეულ მესიჯებს, სიგნალებს, სიახლეებს თუ შემოვიტან ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში,"-აცხადებს გოგლიჩიძე.

ცნობისთვის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეული 10 პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge- ზე 19 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. საჯარო ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალქულიანი პროექტის დაფინანსება ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.


ნანახია: 1009-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მდინარე რიონი ქვეყნის მნიშვნელოვანი მდინარეა, თუმცა ის დაბინძურებულია და

ამინდი