Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ დღეში 470-მა ადამიანმა გაიკეთა

თარიღი : 5-11-2019, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ქუთაისში უკვე დაიწყო. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს  „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად რისკ-ჯგუფების 470-ზე მეტი ბენეფიციარი იუნიზებულია. რისკ-კონტიგენტის მოცვის შემდგეგ კი ღია აქციები დაიგეგმება.

„ვაქცინა უკვე ჩამოსულია და დაწყებულია რისკ ჯგუფების იმუნიზაცია. პროცესი ორშაბათიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით ქუთაისში, 470-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს აცრილი. ორი კვირის განმავლობაში მოხდება რისკ-კონტიგენტის მოცვა. ამის შემდეგ კი გავაკეთებთ ღია უფასო აქციებს სხვა ნებისმიერი კატეგორიის ადამიანისთვის. იმის მიხედვით დავგეგმავთ, რამდენი გვექნება ვაქცინა ნაშთი, იმიტომ რომ მთელი საქართველოსთვის სულ 100 000 დოზაა შესყიდული. აღსანიშნავია, რომ ეს არის ორჯერ მეტი, რაც გვქონდა შარშან. ასე ორ კვირაში უფასო აქციები ნებისმიერი მოქალაქეებისთვის გვექნება. ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გავაგებინებთ მათ,“-აცხადებს გოჩა გიორგიძე.

ცნობისთვის,  სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი რისკ-ჯგუფის მოქალაქეებს უფასოდ უტარდებათ, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან:

დიაბეტის მქონე პირები;
დიალიზზე მყოფი პირები;
C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
მუკოვისციდოზით დაავადებულნი.
ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ორსულები.

სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებულ პროფესიულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

სამედიცინო პერსონალი
ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი.
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები
პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 344-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიპის ვირუსი მუცლადმყოფმა ნაყოფმაც შესაძლოა ისევე გადაიტანოს, როგორც თავად ორსულმა. ამიტომ, სპეციალისტები ორსულ ქალბატონებს
გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით
სეზონის მოახლოებასთან ერთად, ექიმები, ქვეყანაში ვირუსების მკვეთრ მატებას ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციული

ამინდი