Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს ქალაქის ისტორიული ნაწილის მოწესრიგებისაკენ მოუწოდებენ

თარიღი : 5-11-2019, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ  მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გააპროტესტა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფილები დიდი ხანია აყრილია. განსაკუთრებული პრობლემები წვიმის დროს იქმნება. იგი ქუთაისის თვითმმართველობას საკითხის დროული გადაჭრისკენ მოუწოდებს.

„ყველას კარგად მოგეხსენება რა მნიშვნელობის ადგილია აღნიშნული ტერიტორია. იგი წლების განმავლობაში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილი გახდა ქუთაისში. ამიტომ თვითმმართველობის სირცხვილია, როცა ასეთი საჯარო გამოსვლები და ბრიფინგები გვჭირდება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მათ მივაწვდინოთ.  ჩვენ კარგად ვუყურებთ, რომ ბოლო 2 წელიწადია, სულ უფრო და უფრო გამოდის მწყობრიდან საფარი. დაზიანებული და აყრილია ფილები. განსაკუთრებული დისკომფორტი  წვიმის დროს იქმნება, როცა გავლისას დაზიანებული ფილებიდან წყალი ასხამს. არც უსაფრთხოა აღნიშნული ტერიტორია. ჩვენ კარგად გვახსოვს შარშანდელი მაგალითი, ანალოგიური პრობლემა იყო შექმნილი ქალაქის ცენტრში, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო მერს, რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა არ სტუმრობს ხშირად გარეუბნებს, მაგრამ ძალიან ხშირი შეხება აქვს ქალაქის ცენტრთან. მან კარგად უნდა იცოდეს რა მდგომარეობაშია აღნიშნული ინფრასტრუქტურა, ამიტომ მალევე შეაკეთონ, რათა ტურისტულ სეზონს ქუთაისის ეს ცენტრალური ადგილები მაინც შეხვდნენ შესაბამისად,“-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

კიკვაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მოუწოდებს, აღნიშნული ტერიტორიის საფარის რეაბილიტაცია მომდევნო წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინონ.


ნანახია: 223-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გია თევდორაძე მოუწოდებს ქალაქის მერს, დროულად იზრუნოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე.
'მწვანე ყვავილას' პანთეონის მიმდებარე ანტისანიტარიული ტყე პაატა ბურჭულაძის საკუთრებაშია.
მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში 22 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი