Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"უფრო ღარიბს მეტს პირდებიან და მეტს ატყუებენ, ამ მოტივით ჩვენი 'გადამრჩენელი' უფრო მეტ ფულს გვართმევს და ამ წრეზე სიარულისას ხან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეგვიყვანს, ხან წყალტუბოს აბანოებში"

თარიღი : 4-11-2019, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„რა გვეშველება?! რა ეშველება ქუთაისს?!,"- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია „გირჩის“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ეს შეკითხვა ალბათ მას შემდეგ მესმის, რაც ფეხი ავიდგი. შეიძლება ითქვას უკვე ამ კითხვის დასმა საჭირო არაა, ეს სიტყვები უკვე რაღაც პერიოდულობით ჩამესმის ყურში, არა მარტო მე, ალბათ ყველა ქუთაისელს. ნუ დავწრვრილმანდებით და ნუ ვიფიქრებთ,რომ ეს კითხვა მარტო ჩვენ გვაწუხებს, საქართველოს ნებისმიერი ქალაქის, ნებისმიერი სოფლის მცხოვრებს იგივე შეკითხვა აწუხებს, უბრალოდ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ამ სიტყვებს სხვადასხვა სიხშირეს აძლევენ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები. მაგალითად ქუთაისში თუ მეტი ამომრჩეველია, ეს საკითხი უფრო ხშირად უნდა ისმოდეს და წყალტუბოში ამ სიტყვების წამოწევა 4 წელიწადში ერთხელ შეიძლება(კარგია არჩევნები იყოს მოახლოებული). ქუთაისში ამ საკითხის წამოწევას შესაძლებელია სხვა მიზეზებიც ჰქონდეს-ისტორიული,კულტურული და ა.შ, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია რამდენი ხანი გვეგონება რომ ცალკე აღებული რამე უნდა გვეშველოს, ან რამე "გრანდიოზული" პროექტი გვიშველის, იქნება ეს პარლამენტის გადმოტანა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თუ ა.შ.

ძალიან კარგად მესმის ამ მოლოდინების მქონე ადამინების და მეც მქონია მსგავსი მოლოდინი, რომ აი ახლა ეს ხელისუფლება ამ დაპირებას შეასრულებს და გვეშველება, მაგრამ როცა გავაანალიზე, რომ ის ვინც გადარჩენას გვპირდება, თვითონაც გადარჩენისთვის იბრძვის, იბრძვის ხელისუფლებაში ყოფნისთვის და ჩვენივე ფულით გვთავაზობს გადარჩენას, მივხვდი, რომ ცალკე აღებული გადასარჩენი არაფერი არ გვჭირს, უბრალოდ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამ ღარიბ ქვეყანაში უფრო ღარიბები ვართ, უფრო ღარიბს კი მეტს პირდებიან და მეტს ატყუებენ. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, უკვე თუ არ გამიგრძელდა, პრობლემა ჩვენს "გადამრჩენელშია", რომელმაც დაგვარწმუნა, რომ გადარჩენა გვჭირდება, ამ მოტივით უფრო მეტ ფულს გვართმევს და ამ წრეზე სიარულისას ხან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეგვიყვანს, ხან წყალტუბოს აბანოებში. ამ წრეზე სიარული კი უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება. "გადამრჩენელიც" ადამიანი იზრდება, მეტი მოთხოვნები აქვს, "გრანდიოზული" იდეები მოდის. ჩვენც დავყვებით "გადამრჩენელს", რომელიც წესით არბიტრი უნდა იყოს,ჩვენი დადგენილი წესების "მაყურებელი". გამიჭირდება თქმა როდის ვაქციეთ "არბიტრი" "გადამრჩენელად",მაგრამ ფაქტია: სანამ ისევ არბიტრი არ გახდება, არაფერი გვეშველება,"-წერს თემურ ცამციშვილი.


ნანახია: 302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
ცამციშვილის თქმით, ქართული საზოგადოება უკულტურო საზოგადოებაა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.

ამინდი