Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წინა წვეულების ნარჩენები მაგიდის ქვემოთ ეყარა, პერსონალი კი, რომელიც უხეშად და "დიქტატორული"ტონით ესაუბრებოდა ბავშვებს, ზეიმის კი არა, უფრო სადამსჯელო ოპერაციის შთაბეჭდილებას ქმნიდა,'-რა ხდება ქუთაისის მაკდონალდსში

თარიღი : 2-11-2019, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე სწრაფი კვების რესტორან "McDonald's“-ში არსებული მოუწესრიგებელი სიტუაციის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. ისინი პერსონალს უპასუხისმგებლობასა და ბავშვების მიმართ უხეშად მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამათან, საუბრობენ შენობაში არსებულ ანტისანიტარიაზე.

„გუშინ, ქუთაისში, ქალაქის ცენტრში მდებარე "მაკდონალდსში" შვილის დაბადების დღის აღნიშვნა გადავწყვიტე. დათქმულ დროს სტუმრებთან ერთად მივედი. არ შემიძლია არ აღვწერო ის "გარემო," რაც იქ დაგვხვდა. პირველ რიგში, ჰიგიენური თვალსაზრისით არ იყო მოწესრიგებული ე.წ ბავშვთა გასართობი ოთახი. პერსონალი კი, რომელიც უხეშად და "დიქტატორული"ტონით ესაუბრებოდა ბავშვებს, ზეიმის კი არა, უფრო სადამსჯელო ოპერაციის შთაბეჭდილებას ქმნიდა. მომსახურების ხარისხი-ნოლი. არც მეტი არც ნაკლები, "ჰეფი მილი" ბავშვებს დაურიგეს ხელსახოცების გარეშე. მშობლების ტორტი კი, მიუხედავად რამდენჯერმე თხოვნისა, რატომღაც 2 საათის მერე მოიტანეს. პროგრამაზე აღარ არის საუბარი. საერთოდ თუ პროგრამა შეიძლება ვუწოდო იმას, რაშიც თანხა გადავიხადე,“- წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ბავშვი, რომელმაც კოკა -კოლას ჭიქას უბრალოდ ხელი მოკიდა, მომსახურე პერსონალმა დარბაზიდან გააგდო, თანაც უხეშად მიმართა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს გასართობ ცენტრში. სჯობს ისწავლონ ბავშვების სიყვარული. ასევე, ტორტის ნაჭრებს ისე არიგებდნენ, თითქოს პაერში ისროდნენ. მშობლებლისთვის განკუთვნილი ტორტი, რომელიც მათ უნდა დაეჭრათ, ჩვენი დასაჭრელი გახდა. დარბაზი კი აშკარად დაულაგებელი დაგვხდა, წინა წვეულების ნარჩენები მაგიდის ქვემოთ ეყარა,”- წერენ სოციალურ ქსელში.


ნანახია: 1004-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა სოციალურ ქსელში განხილვის საგანია.
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის.
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ჟუჟუნა დანგაძე კარდიოლოგსა და ქალაქის საკრებულოს წევრს ზაზა ლომინაძეს უხეშად მოპყრობასა და
#20 საარჩევნო უბანზე ერთ–ერთმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ამინდი