Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თარიღი : 2-11-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს“,- აცხადებენ პროკურატურაში.

ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულს გამოძიება, 109-ე, 120-ე და 236-ე მუხლებით ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაამშედო შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

დანაშაული ზესტაფონში მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს მოხდა.


ნანახია: 139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ
შამუგიას გამოძიებამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. პირველი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ეხება და 3-დან 5 წლამდე
პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
22 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ამინდი