Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს არის ჩვეულებრივი მორიგი ტრიუკი, რომ 2020 წლის არჩევნებზე რამენაირად მოახდინონ ხალხში რეაბილიტაცია, ისევ და ისევ ფულით. ველოდები, რომ წყალტუბოს შემდეგ კიდევ ექნებათ სხვა მსუყე დაპირებები,'- რას ფიქრობს ოპოზიცია ივანიშვილის მორიგ დაპირებაზე

თარიღი : 30-10-2019, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  წყალტუბოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდებას იწყებს. მისი თქმით, გამოისყიდის 22 სასტუმროს, 9 აბანოს და მოახდენს მის სრულ რეაბილიტაციას. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

ივანიშვილის მიერ აღნიშნული პროექტის წამოწყებას ოპოზიციაში 2020 წლის არჩევნებს უკავშირებენ. ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ წყალტუბოს „აღორძინების“ პროექტი დედაქალაში არსებულ „ლაგუნა ვერესა“ და სხვა მსგავსი შეუსრულებელი მასშტაბური პროექტების ბედს გაიზიარებს. მათივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის თვალში იმდენად აქვს ნდობა დაკარგული, რომ ასეთი „მეგა“ პროექტების განხორციელებაც ვერ უშველის. ამასთან ოპოზიციური პარტიები უახლოეს პერიოდში, მმრათველი გუნდის მხირდან რომელიმე სხვა ქალაქის აღორძინების სქემის შემოთავაზებასაც არ გამორიცხავენ.

„ეს არის მორიგი პოლიტიკური აფიორა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე ის ამომრჩეველი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ივანიშვილის, შეიყვანოს შეცდომაში. აქამდე რამე უშლიდა ხელს ივანიშვილს? 8 წელიჰქონდა იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინა, თუმცა რაც გააკეთა ვხედავთ. ნახევარი საქართველო მიისაკუთრა და ახლა გადაწყვიტა, რომ 700 მილიონი ლარის ქონება მიისაკუთროს ერთ ლარად. აქ მეორე საკითხიცაა, იმ 22 აბანოდან, ნაწილი კერძო საკუთრებაშია, სადაც ინვესტორები შესული არიან. თითქმის ყველა აბანო გარემონტებულია და ა.შ. ახლა ისმის საკითხი, წაართმევს თუ არა ივანიშვილი მათ ამ ქონებას, კერძო ინვესტორები დაზარალდებიან თუ არა. ჩვენ კარგად ვნახეთ „ლაგუნა ვერეს“ მაგალითზე, როგორ მიისაკუთრა მან 1 ლარად ეს აუზი და რა დღეშია დღეს ეს ადგილი. წყალტუბოც ალბათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბედს გაიზიარებს, იცით რომ ბოლოს დაიწყეს ფაფხური და 60 000 სტუდენტის ნაცვლად 1000 სტუდენტი მივიღეთ. სწორედ ივანიშვილმა გააჩერა საპარლამენტო ქალაქის იდეა და ამაზე მიბმული წყალტუბოს განვითარება, დეპუტატების სახლების მშენებლობა. იქ უამრავი ინვესტიცია და ქონება, რომელიც ნაყიდია, არ განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ მან მოკლა იდეა. ის, რომ ივანიშვილი 8 წლის თავზე გამოსწორდება და კეთილი ბიძია გახდება, არა მგონია ვინმემ დაიჯეროს,“- ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

„ეს არის ივანიშვილის მორიგი ბლეფი, 2012 წლის დაპირებების გაგრძელება, მით უმეტეს ქუთაისთან მიმართებაში. მან 2012 წელს გააჟღერა, რომ 2016 წელს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მივიღებდით 60 000 სტუდენტს, თუმცა 2016-ში ჩამოგვიტანა მხოლოდ მაკეტი. 2016 წლის მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა და ახლა გვაქვს 1000 სტუდენტზე გათვლილი, სახელშეცვლილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. გავიხსენოთ თუნდაც თბილისის „ლაგუნა ვერე“, რომელიც შეისყიდა, თუმცა რა მდგომარეობაცაა ახლა იქ იცით.

საქმე იმაშია, რომ ამდენი დარბევებისა და დაპირებების შეუსრულებლობის გამო, ხალხის თვალში რეაბილიტაციას ვერ ახერხებენ, ამიტომ სჭირდებათ მსუყე პროექტი. სამარცხვინო იყო გუშინ ეკონომიკის მინისტრის განცხადებები, როცა ციფრებით დაიწყო აპელირება. ჯერ ისიც არ იციან, ვის ბალანსზეა ის ტერიტორია, ის სასტუმროები, ის სანატორიუმები. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი ტრიუკი, რომ 2020 წლის არჩევნებზე რამენაირად მოახდინონ ხალხში რეაბილიტაცია, ისევ და ისევ ფულით. ველოდები, რომ წყალტუბოს შემდეგ კიდევ ექნებათ სხვა მსუყე დაპირებები, რომლითაც შეეცდებიან ხალხის ყურადღების მიპყრობასა და მოსყიდვას. ჯერი ახლა საზოგადოებაზეა, თუ კიდე აყვა ივანიშვილის ცრუ დაპირებებს საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც, მერე ნუღა იკითხავენ ის ადამიანები, რაღა გვეშველებაო,“- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

„როგორც ხედავთ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო მომავალი არჩევნებისთვის მზადება. მათი რეიტინგის აწევას ახლა ასეთი დიდი, მასშტაბური პროექტები თუ უშველის, რომელშიც მთელი საქართველო იქნება ჩართული, ასობით ადამიანი დასაქმებული და ა.შ. ეს თუ გადაარჩენთ, თორემ ისინი ახლა არა თუ მოგებეზე, არამედ ნორმალურად ხმის აღებაზე ფიქრობენ. ეგენი რომ მოიგებენ, მეტი არაა ჩემი მტერი. ჯერ საერთოდ მთელი მსოფლიო ისეა აწყობილი, რომ ორზე მეტჯერ ხელისუფლებაში ვერ მოდიან ვერც ერთი პარტიები. იმის პრეცედენტი რომ ზედიზედ მესამედ მოვიდეს ერთი და იგივე პარტია, არ არსებობს.

ახლა მოუნდათ წყალტუბოს აყვავება? ამდენ ხანს სად იყვენენ? ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკები. აგერ ხართ თქვენც, მეც და ვნახავთ რა იქნება. რამდენიმე დღეში ალბათ გავიგონებთ რომელიმე ქალაქის გადარჩენის რაღაც სქემას. რა უნდა ვთქვა, მახსედება ერთი კაი კინო ჩელენტანოს მონაწილეობით "ბლეფი“ ქვია,“- აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

„რამდენიმე მაგალითი გვაქვს ამ რვა წლის განმავლობაში, რომ წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე მსგავსი მეგა პროექტების წამოწყება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენი პოზიცია მაგ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, რომ ზოგადად უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების პრივატიზაცია. ამის მაგალითები სხვა ქვეყნებშიც არსებობს და ჩვენს ქვეყანაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ პრივატიზაციის პროცესის გაკეთებას. რამდენიმე ჯგუფია, მათ შორის ვართ ჩვენც, ამ იდეის ინიციატორები. ჩვენს გარდა კიდევ არის ერთი ჯგუფი, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული იძახიან, რომ მეფის რუსეთის დროს, ჩვენს ხელთ არსებული ქონება, რომელიც წაგვართვა კომუნისტურმა, ბოლშევიკურმა პარტიამ, ამ ქონების პრივატიზება უნდა მოხდეს.

სახელმწიფოს ხელში უამრავი ქონებაა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ეს ქონება სახელმწიფოს ხელში გაყინულია. მათ არ უნდა ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება, ვისაც როგორ უნდა ეს ქონება განკარგოს. აღნიშნული საქართველოს მოქალაქეებზე უნდა განაწილდეს და შემდეგ მოქალაქეები გადაწყვეტენ თავიანთი ქონება უნდათ ბიძინა ივანიშვილს მიყიდონ, უნდათ სხვა ინვესტორს. ეს ქონება, როდესაც საბაზრო წესებით ითამაშებს და ჯერძო საკუთრებაში იქნება, უფრო ძვირი იქნება და ამით ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, სიღარიბე ნელ-ნელა დაიძლევა,“- აცხადებს პარტია „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება

ამინდი