Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'29 წლის ბიჭი სიგარეტის საყიდლად გადმოდიოდა, უცებ დაეტაკა მანქანა და მოგვიკვდა, აფთიაქშიც შემოვარდა მანქანა, ახალგაზრდა გოგოს დაეტაკა მანქანა კიდევ და უმძიმეს მდგომარეობაშია,'-ქუთაისში, გამარჯვების მოედანთან მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 29-10-2019, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გამარჯვების მოედანთან მაცხოვრებლები საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელებით ვერ სარგებლობენ, რადგან აღნიშნული მონაკვეთი ვიწროა. ამას ემატება პარკირებაც. მათი თქმით, ქალაქისკენ მიმავალი მძღოლები პარკინგზე მდგომი მანქანებისა და ვიწრო გზის გამო, გზის სავალ ნაწილზე გადმომავალ ადამიანს ვერ ამჩნევენ, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება. ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდეს. მათ დახმარებისთვის მერიასაც მიმართვეს, თუმცა უშედეგოდ. ამ უკანასკნელმა ადგილობრივები საპატრულო პოლიციაში გადაამისამართა.

„15 წელია რაც აფთიაქში ვმუშაობ და ან ხნის განმავლობაში აქ მომხდარი უამრავი ავარიის მომსწრე ვარ. 4 წლის წინ ( ახალი წლის მეორე დღე იყო), თვითონ აფთიაქში შემოვარდა მანქანა. კიდევ კარგი რომელიმე თანამშრომელი კარებთან არ იდგა, ისინიც გადარჩნენ, ვინც მანქანაში ისხდნენ. აუცილებელად უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები მიღებული, მოგვაქციონ ყურადღება,“-აცხადებს მოქალაქე ნატო გოქაძე.

„საშიში ვითარებაა. ამას წინათ ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, გუშინწინ გოგონას დაეტაკა მანქანა, გადარჩებოდა თუ არა, არ ვიცოდით, ღმერთის წყალობით მგონი გადარჩა. თან შუა ხაზზე იდგა, უცებ გამოვარდა მანქანა და დაეტაკა. იქით მარშუტკები და წრიულის ავტობუსები აჩერებენ, იმ სტოლბის აქეთ, პარკინგზე მანქანები დგანან და იქიდან მომავალი მძღოლი ვეღარ ხედავს ტრასაზე გადამსვლელ ადამიანს. კვირა არ გავა ვიღაცას მანქანა არ დაეტაკოს. მერიას მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ თქვეს საპატრულოს მიმართეთო, აქ შუქნიშნის გაკეთება კიდე არ შეიძლებაო. კაი შუქნიშნის არა, მაგრამ სხვა რამის გაკეთება არ შეიძლება? რამე ღონისძიებები გაატარეთ,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ლელა გაბუნია.

„შარშან, 5 დეკემბერს, ჩემი ახლობელი, 29 წლის ბიჭი სიგარეტის საყიდლად გადმოდიოდა, უცებ დაეტაკა მანქანა და მოგვიკვდა ანგელოზივით ბიჭი. ამის შემდეგ ხუთჯერ მაინც მოხდა ავარია. ბავშვსაც დაეტაკა და ასაკიან კაცსაც. გუშინ წინ ახალგაზრდა გოგომ ბავშვი დატოვა სკოლაში და რომ მოდიოდა აგერ დაეტაკა მანქანა, მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. მე თვითონ მოხუცებული ქალი ვარ, ვერ გადავდივარ იქით, მეშინია. ან ნაკლები სიჩქარით გაიაროს აქ მანქანამ ან რამე ნიშანი დააყენონ,“- ამბობს ანელი გოკიელი.
მოქალაქეების აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეურთდა. იგი ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს მანამ, სანამ ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ რომელიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

„ძალიან მოკლე დროში ამ გზაზე მომხდარ ავარიებს უკვე 2 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობის მოთხოვნა ელემენტარულია-მოაწესრიგონ საგზაო მოძრაობა. როგორ? ამ საქმეში თქვენ იღებთ ხელფასს, თქვენ გყავთ სპეციალისტები, თქვენ გაქვთ ბიუჯეტი და გადაწყვიტეთ. აქ სულ იყო ცალმხრივი მოძრაობა, ქალაქში ამსვლელი მანქანები ბარათაშვილით გადიოდნენ ქალაქში. აქ დადიოდა მხოლოდ მიკროავტობუსები, სასწრაფო და ასეთები. აღნიშნული პრობლემა ან ასე გადაწყვიტეთ, თუ არა და შუქნიშანი, ან მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთეთ. ეს თქვენ უნდა იცოდეთ. თქვენ თუ არ გეკუთვნით აღნიშნული საკითხი, აბა ვის ეკუთვნის, ბებიაჩემს სონიას? კეთილი ინებეთ და ამდენი ადამიანი, რომ გთხოვთ რაღაცას, ყურადღება გამოიჩინეთ. მოიყვანეთ სპეციალისტები, ესაუბრეთ, გადაჭერით საკითხი,“- ამბობს გოგი წულაია.

გამარჯვების მოედანთან მაცხოვრებლები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების მოწყობას გააგრძელებენ, შესაძლოა მათ გზაც გადაკეტონ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ამ დროისათვის მიმალულია.
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -
თვითმხილველების განცხადებით, გოგონა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან გამოვიდა და გადასასვლელზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა.

ამინდი